"რამდენიც არ უნდა დამიჯდეს, სულ მშიერი რომ დავრჩეთ, პასკას მაინც სახლში გამოვაცხობ" - რა ჯდება პასკის სახლში ცხობა გაძვირებული ფასების ფონზე და რა ეღირება წელს პასკები
"რამდენიც არ უნდა დამიჯდეს, სულ მშიერი რომ დავრჩეთ, პასკას მაინც სახლში გამოვაცხობ" - რა ჯდება პასკის სახლში ცხობა გაძვირებული ფასების ფონზე და რა ეღირება წელს პასკები
პროდუქტების გაძვირებას მოსახლეობა ძალიან მტკივნეულად განიცდის, თუმცა მოდის აღდგომა და დღესასწაულისთვის ყველა ოჯახი ემზადება. ყველამ ვიცით, რომ უამრავი დიასახლისი სახლში აცხობდა პასკებს. დავინტერესდით, გაძვირებული ფასების ფონზე საშუალოდ, რა დაგვიჯდება ერთი პორცია პასკის გამოცხობა და წელსაც აცხობენ თუ არა დიასახლისები სახლში. ამ კითხვებს სოციალური ქსელის ჯგუფებში "დედების სამზარეულოსა" და "თანამედროვე დედების კლუბში" გაწევრიანებულმა ქალბატონებმა უპასუხეს:
  • "რაც გინდა ღირდეს, არ აქვს მნიშვნელობა, აღდგომა არის ჩემი და ჩემი ოჯახის ყველაზე საყვარელი დღესასწაული, პასკას ჩემი უმცროსი შვილი საერთოდ არ ჭამს, მაგრამ სულ მეკითხებ, პასკებს
    როდის აცხობო? 18 წლისაა და არ ყოფილა არცერთი წელი, რომ პასკა არ გამომეცხო, ეს ისეთი ტრადიციაა ჩვენს ოჯახში, რომელიც არასოდეს დარღვეულა, ასე რომ, ფასს არ აქვს მნიშვნელობა, სულ მშიერი რომ დავრჩეთ, პასკას მაინც გამოვაცხობ, 22 წელია ვაცხობ, კორონა ვერ დამაბრკოლებს"
  • "ბევრი ვიცი, ვისაც პასკა არ უყვარს და მხოლოდ სიმბოლურად უნდათ რომ ჰქონდეთ სუფრასთან, მათთვის იდეალური ვარიანტია რომ იყიდონ, მაგრამ ჩემთვის ყიდვა ზარალია, პასკა ისე მიყვარს, თუ დაგვრჩა საერთოდ, საყინულეში ისე კარგად ინახება, უფრო გემრიელიცაა ხოლმე. რომ არ მასუქებდეს, ყოველდღე შევჭამდი"
  • "ისე მიყვარს და მსიამოვნებს პასკების ცხობაა ფასებს აღარ ვუყურებ, რა დაჯდებაა. ერთი დიდი რიტუალია ჩემთვის მისი ცხობა".
  • "არაფერი რომ არ გავაკეთო, სხვა პასკას მაინც გავაკეთებ და კვერცხს შევღებავ
    ...60-70 ლარი ვიანგარიშე ახლა პორცია"
  • "პასკის სურნელი აუცილებლად უნდა დატრიალდეს ჩემს ოჯახში სააღდგომოდ...ეს ტრადიციაა".
  • "ყოველ წელს ვარიგებდი პასკებს საჩუქრად საახლობლოში და წელს ნახევარი პორციით შემოვიფარგლები სავარაუდოთ"

რა დაგვიჯდება წელს პასკის ცხობა?

  • "ყიდვით უფრო ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე სახლში გამოცხობა, ჯობია გამოაცხოთ, 10 კვერცხიანი პორციიდან 8,9 პასკა გამოდის, საშუალო ფორმის".
  • "40-50 ლარი ჯდება, საბითომოებში თუ ვიყიდით ყველაფერს. ამაში ფორმები და მოსართავები არ შედის"
  • "შარშან 50 ლარამდე დამიჯდა 1 პორცია ცუკატებით, ქიშმიშებით და ცოტა გარგრის ჩირით. წელს უფრო ძვირი იქნება ყველაფერი"
  • "ერთი პორცია 30-40 ლარამდე დაჯდება, თუ იაფიან პროდუქტებს გამოვიყენებთ. ოჯახისთვის მიღირს გაკეთება, გასაყიდი ფასი ალბათ წელს 20%-ით მოიმატებს"
  • "შარშან 60 ლარამდე დამიჯდა 1 პორცია ყველაფრით. ამაში ფორმების ფასებიც შედის და შოკოლადის ფილა, რომელსაც ზემოდან ვასხამ.. ასევე მოსაყრელი ფერადი შოკოლადებიც,ოღონდ მცირე რაოდენობით.წელს მეტი ღირს ყველაფერი"
  • • "გასაყიდი კულიჩის ფასი 1 კგ არის როგორც გადავხედე 25 ლ. და 25 ლ კიდე 5 ლარს დაამატებ და სახლში გამოაცხობ 4-5 კგ კულიჩს"
  • "ერთი პორცია პასკის გამოცხობა 35-40 ლარამდე ჯდება. გააჩნია, თუ ყველაზე ძვირადღირებული კარაქით არ მოისურვებთ. ამის ზევით თანხა უკვე ფორმებს და მოსართავებს მიაქვს, რაც საკმაოდ ძვირია ყოველთვის და წელს, კიდევ უფრო".

2832
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
მოქალაქე
1
გამთენიისას პასკის ისეთი სურნელი ტრიალებს სადარბაზოში,რომ მეზობლებს, სახეზე სასიამოვნო ღიმილით ეღვიძებათ(ოჯახის წევრებზე აღარაფერს ვამბობ). მარტო ამად ღირს.
19:17 / 10-04-2021
ნეკო
1
წელს პასკა კი არა, ყველაფერი სანატრელი გაგვიხდა. ბაზრიდან მეუღლემ სტაფილოს, კარტოფილისა და ვაშლის მეტი ვერაფერი მოიტანა. მართლა კატასტროფა ხდება უკვე და ამ ფონზე ანტივაქსერული კამპანია კიდევ უფრო ძლიერდება, რომ ბარემ ბოლომდე მოგვიღოს ბოლო ამ პანდემიამ...
17:37 / 10-04-2021
მსგავსი სიახლეები