დაეხმარეთ პატარებს გამოიმუშაონ ჯანსაღად კვების ჩვევა ბავშვის ჯანსაღი კვება ყველა მშობლისთვის პრიორიტეტულია. ბოლო დროს იმდეი უარყოფითი გვესმის, უფროსებიც ვცდილობთ, მაქსიმალურად ჯანსაღად ვიკვებოთ და ეს განსაკუთრებით კარგია - როდესაც ბავშვი ხედავს, რომ უფროსებიც ასე იკვებებიან და მხოლოდ მას არ ”აძალებენ”, მისთვისაც ჩვეულებრივი ხდება ასე მოქცევა. ბავშვები ყოველთვის ბაძავენ მშობლებს, ამიტომ შეეცადეთ გახდეთ მათთვის სამაგალითო. დაეხმარეთ პატარებს გამოიმუშაონ ჯანსაღად კვების ჩვევა.
ხშირად შესთავაზეთ მრავალფეროვანი პროდუქტი სხვადასხვა ჯგუფიდან: ხორცის პროდუქტები, რძის პროდუქტები, ბურღულეული, ხილი, ბოსტნეული. ამით ეხმარებით მას მიიღოს საჭირო საკვები ნივთიერებები. დაამზადეთ ერთად, ესაუბრეთ, დაე თქვენი ოჯახური სადილები იქცეს კეთილ ტრადიციად. არა მხოლოდ სასარგებლო პროდუქტის არჩევას აქვს დიდი მნიშვნელობა, არამედ მათი არჩევის წესსაც, რომლებიც ასევე უნდა დაიცვათ. მაგალითად, ხორცპროდუქტები თავისთავად ახალი და ჯანსაღი უნდა იყოს, მაგრამ ბოლო დროს ხშირად საუბრობენ მათი შენახვის წესებზე. ბაზარსა თუ მაღაზიებში ხშირად შეხვდებით დახლზე არცთუ ისე სუფთად და დაცულად დაყრილ სხვადასხვა სახის პროდუქტს, მათ შორის, ხორცის პროდუქტებს, ძეხვეულს, სოსისებს, რაც, ალბათ, ყველა ჩვენგანს მოხვედრია თვალში. ეს მომხმარებელში, რა თქმა უნდა, უნდობლობასაც იწვევს. არასწორ ტემპერატურაზე მოთავსებული, შეუფუთავი და შეუსაბამო პირობებში დადებული პროდუქტები, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ახალიც იყოს, გარემოში არსებული ბაქტერიებისა და ჭუჭყისაგან აბსოლუტურად დაუცველია. ამიტომაც ჯობს, პროდუქტი ყოველთვის სათანადოდ იყოს შეფუთული, განსაკუთრებით ძეხვეული და სოსისი, რადგან ისინი ბავშვებსაც ძალიან უყვართ. სწორედ ამიტომ, მათი შეძენისასაც განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუ რამდენად სუფთაა, უსაფრთხო და სათანადოდ შეფუთული. სპეციალურ კონტეინერებში, დაცული ატმოსფერული შეფუთვა, უზრუნველყოფს მზა ხორცპორდუქტების საგემოვნო თვისებების, არომატისა და ხარისხის მაქსიმალურად შენარჩუნებას.
ასე რომ, პროდუქტების ყიდვის დროს აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება მათ ხარისხს, შენახვის წესებს, შეფუთვას და არა მხოლოდ იმას, რომ ის ზოგადად ჯანსაღ პროდუქტად ითვლება.
მაშ ასე, ახლა კი გავეცნოთ მთავარ წესებს, რომელიც უნდა დაიცვას მშობელმა, თუ სურს, მისი შვილი ჯანსაღ კვებას მიეჩვიოს.
1. მიეცით მაგალითი.
შეარჩიეთ ხილი და ბოსტნეული ძირითად კვებებს შორის. დაანახეთ ბავშვს,რომ თქვენც მიირთმევთ მათ.
2. ერთად იარეთ საყიდლებზე
ესაუბრეთ. აუხსენით ხილი, ბოსტნეული ,რძის და ხორც პროდუქტები როგორ ხვდება მაღაზიის თაროებზე. აჩვენეთ, რისი შეძენაა აუცილებელი და რისი არა. მიაჩვიეთ ბავშვი, თავად აარჩიოს ჯანსაღი საკვები.
3.მოამზადეთ ერთად
მოიფიქრეთ ერთად ახალი რეცეპტები, ბოსტნეულისა და ხილისგანორცხობილას ფორმებით გამოუჭერით სხვადასხვა გასართობი ფიგურები. ერთად შეარჩიეთ პროდუქტები, რომლებსაც თან წაიღებთ სეირნობის დროს.
4. შესთავაზეთ ერთი სახეობის კერძი მთელი ოჯახისათვის.
ზოგჯერ საოჯახო ვახშამი დაგეგმეთ ბავშვთან შეთანხმებით, ერთი სახეობის კერძით.
5. დააჯილდოვეთ ყურადღებით და არა საკვებით.
თუ ბავშვმა არ შეჭამა სუპი ბოლომდე, ნუ წაახალისებთ ტკბილეულით წვნიანის შეჭმის სანაცვლოდ, რადგან მას ჩამოუყალიბდება აზრი, რომ კანფეტი პრიორიტეტულია, ვიდრე წვნიანი.
6. ისაუბრეთ ოჯახური ვახშმის დროს.
გააანალიზეთ განვლილი დღე, ისაუბრეთ რაიმე საინტერესოზე. გამორთეთ ტელევიზორი. სატელეფონო ზარებს შეგიძლიათ მოგვიანებით უპასუხოთ.
7. მოუსმინეთ ბავშვს
თუ სადილის დრო ჯერ არ მოსულა და მას მოშივდა, შესთავაზეთ რაიმე მსუბუქი ბოსტნეული ან ხილი. ბავშვს უნდა ჰქონდეს არჩევანის უფლება. მაგ: რას აირჩევდი ვახშმად, ბროკოლს თუ ყვავილოვან კომბოსტოს? და არა: ვახშმად ბროკოლი გექნება!
8. შეზღუდეთ "ეკრანული დრო"
შეზღუდეთ კომპიუტერი, ტელევიზორი, კომპიუტერული თამაშები.
9. მოუწოდეთ ფიზიკური აქტივობისკენ.
სეირნობა, სირბილი, ველოსიპედი - აქციეთ თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალებად.
10. გახდით მაგალითი ჯანმრთელი საკვების მოხმარების საკითხში
გასინჯეთ ახალი პროდუქტები, აღწერეთ მათი გემო და სუნი, თავადაც იკვებეთ ჯანსაღად. ასე დააინტერესებთ ბავშვს, რომ მასაც მოუნდეს გასინჯოს ესა თუ ის ახალი პროდუქტი. ერთ ჯერზე შესთავაზეთ მხოლოდ ერთი ახალი პროდუქტი, ისიც მაშინ, როდესაც იგი მშიერია. არასოდეს დააძალოთ მოასუფთაოს თეფში ბოლომდე.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ