ჟოლოს სასარგებლო თვისებები - ბუნებრივი ანტიბიოტიკი
ჟოლოს სასარგებლო თვისებები - ბუნებრივი ანტიბიოტიკი
ჟოლოს არა მარტო გემოსა და არომატისთვის აფასებენ, არამედ არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებების გამოც. რა თვისებები აქვს ამ კენკრას, რომელსაც ხშირად ბუნებრივ ანტიბიოტიკებს შორის მოიხსენიებენ?

1. შეიცავს სალიცილის მჟავას, რომელიც ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი ბევრი პრეპარატის შემადგენლობაში შედის.
2. გვინარჩუნებს ახალგაზრდობას მასში შემავალი A, PP და B2 ვიტამინების წყალობით, რომლებიც კანის ტონუსზე, სიმკვრივეზე, სიგლუვესა და ფერზე აგებენ პასუხს.
3. დიდი რაოდენობით სპილენძს შეიცავს. სპილენძი კი ანტიდეპრესანტების შემადგენლობაში შედის. ამდენად, ჟოლოს მირთმევა
სასარგებლოა მათთვის, ვისაც დეპრესია აქვთ და სტრესულ სიტუაციებში ხშირად ხვდებიან.
4. ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნის პროცესს, რადგან დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს.
5. C ვიტამინის შემცველობის ხარჯზე აუმჯობესებს პოტენციას.
6. სასარგებლოა ორსულთათვის და მათთვის, ვისაც ბავშვის ჩასახვა სურს, რადგან ფოლიუმის მჟავას შეიცავს.
7. აუმჯობესებს თირკმლების მუშაობას, ხსნის შეშუპებას, რადგან ჟოლოს ფოთლების ნახარშს შარდმდენი თვისება გააჩნია.
8. შეიცავს მთრთიმლავ ნივთიერებებს, ამდენად, ან გინის დროს სასარგებლოა მისი ნაყენის ყელში გამოვლება.
9. ასპირინისგან განსხვავებით, არ აღიზიანებს კუჭს და არ ახდენს კუჭის წყლულის პროვოცირებას.

ჟოლო, ბევრი სხვა კენკროვანისაგან განსხავებით, თერმული დამუშავებისას სასარგებლო თვისებებს არ კარგავს. სწორედ ამიტომ ჟოლოს მურაბა ოდითგანვე სურდოსა და გაციების დროს უებარ საშუალებად ითვლებოდა. იმისათვის,
რომ ჟოლომ კიდევ უფრო მეტი სასარგებლო ნივთიერებები შეინარჩუნოს, სასურველია, მურაბის მოხარშვის პროცესში ნახევარი ჭიქა ახალგამოწრურული ჭარხლის წვენი დაუმატოთ. ასე მის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები და მინერალები არ დაიშლება და პირველადი სახით შენარჩუნდება.

ასევე იხილეთ: 10 ბუნებრივი ანტიბიოტიკი
ტეგები: ჟოლო
6232
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```