ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მთავარი წყაროები რა ხანია აღარ არის საიდუმლო, რომ ბალანსირებული სწორი კვება დიდ როლს თამაშობს ადამიანის რაციონში. მას ასევე მნიშვნელობა აქვს სპორტსმენების მომზადების პროცესში.
თუ არ აპირებთ ოლიმპიადის მოგებას, მაგრამ გინდათ, უბრალოდ კარგი, შეკრული სხეული და აღნაგობა გქონდეთ, არ შეიძლება სწორი და დაბალანსებული კვების იგნორირება. ქვემოთ წარმოდგენილია ცხიმების, ცილებისა და ნახშირწყლების მთავარი წყაროები, რომლებიც ამაში დაგეხმარებიან.
ცილების საუკეთესო წყაროები:
• ქათმის (მწყრის) კვერცხი
• ქათმის მკერდი
• საქონლის ხორცი
• საქონლის ღვიძლი
• თინუსი
• უცხიმო ხაჭო
• უცხიმო იოგურტი
• უცხიმო რძე
ნახშირწყლების წყაროები:
• წიწიბურის ფაფა
• ხორბლის ფაფა
• ფეტვის ფაფა
• ბრინჯის ფაფა
• შვრიის ფაფა
• ქერის ფაფა
• ჭვავის პური
• კარტოფილის პიურე
• მწიფე ბანანი
• ქიშმიში
• ვაშლი
ცხიმების საუკეთესო წყაროები
• მზესუმზირის ზეთი
• სიმინდის ზეთი
• თხილეული
• არაქისი
• სარდინი
ეს პროდუქტები აუცილებლად უნდა იყოს თქვენს რაციონში, თუ გსურთ გქონდეთ ჯანსაღი და ლამაზი სხეული. ისინი ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, ხოლო ვინც სპორტით არის დაკავებული, მისთვის ეს ძირითადი კვება უნდა იყოს.