რძე გაციების და ხველების დროს, რძის მარტივი ნიღბები ქალებისთვის რძე და რძის პროდუქტები ბოსტნეულთან ერთად კალციუმის საბადოა და ორგანიზმს მნიშვნელოვანი ამინომჟავებით ამარაგებს. რძის დადებით თვისებებზე ბევრისთვის არის ცნობილი, ჩვენ მის კიდევ რამდენიმე სასარგებლო თვისებაზე გიამბობთ.
ხშირად პატარა ბავშვებს კენკროვანების მირთმევის შემდეგ დიათეზი და შეშუპება უვითარდებათ. თუ კენკროვანებს ცოტა რძეს ან ნაღებს დაუმატებთ, ორგანიზმზე მავნე გავლენა შესუსტდება.
მაწონი, კეფირი მთლიანად ინარჩუნებს რძეში შემავალ სასარგებლო თვისებებს, რაც მათ ადვილად შესათვისებელს და მოსანელებელს ხდის.
რძეს ფართოდ იყენებენ კოსმეტოლოგიაშიც. ძვირად ღირებული ნიღაბი - პილინგები თავისუფლად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ იაფი და ხელმისაწვდომი არაჟნისა და მარილის, ან ნაღებისა და მარილის ნიღბით, რომელიც ადვილი მოსამზადებელია. შეურიეთ ეს ინგრედიენტები ერთმანეთს და წაისვით სახეზე, დააცადეთ, სანამ გაშრება და ჩამოიბანეთ ანადუღარი თბილი წყლით. შემდეგ მკვებავი ნიღაბი გაიკეთეთ ხაჭოს, არაჟნისა და თაფლის ნარევით.
ასევე იოლი მოსამზადებელია მატონიზირებელი და მკვებავი ნიღაბი: 2 სუფრის კოვზი ხაჭო კვერცხის გულთან და რამდენიმე წვეთ წყალბადის ზეჟანგთან ერთად ასრისეთ. დაიდეთ სახეზე 10-15 წუთით, შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
გაციების დროს
გახეხეთ ხახვი, დაასხით 0,5 ლ ცხელი რძე და დააყოვნეთ. დალიეთ ნახევარი ძილის წინ, მეორე ნახევარი კი - დილით.
ხველების დროს
* 0,5 ლ ცხელ რძეს შეურიეთ 1 კვერცხი, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და ამდენივე ნაღების კარაქი, კარგად აურიეთ და დალიეთ ძილის წინ;
* 10 თავი ხახვი და 1 თავი ნიორი წვრილად დაჭერით, ჩაყარეთ რძეში და ადუღეთ მანამ, სანამ ხახვი და ნიორი არ გაიხსნება. დაუმატეთ ცოტა პიტნა და თაფლი. გაფილტრეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ყოველ საათში ერთხელ დღის განმავლობაში.
* სტაფილოს ან თალგამის წვენი შეურიეთ რძეს 1:1 თანაფარდობით. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 6-ჯერ.
* აურიეთ ერთმანეთში 2 სუფრის კოვზი ახალი რძე, 2 სუფრის კოვზი ნაღების კარაქი, 2 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი პურის ფქვილი და 2 ჩაის კოვზი თაფლი. დალიეთ 1 ჩაის კოვზი 3-4-ჯერ დღეში.
ანგინის დროს
რეკომენდებულია თბილი რძისა და მინერალური წყლის (გაზგასული) ნარევის დალევა.
ბრონქიტი
* 1 ჩ.ჭ. რძე ჩაასხით მომინანქრებულ ჭურჭელში, ჩაყარეთ 1 ს.კ. სალბი, დაახურეთ თავი, დადგით ნელ ცეცხლზე, წამოადუღეთ, გააცივეთ და გაფილტრეთ. ისევ აადუღეთ და დალიეთ ცხლად.
* 2 ჩ.ჭ. ადუღებულ რძეში გახსენით 1 დესერტის კოვზი ღორის გამდნარი ქონი. მიღებული სვით ცხელი, პატარ-პატარა ყლუპებით.
ასევე იხილეთ: რატომ კრძალავენ პედიატრები ჩვილ ასაკში ძროხის რძეს და მაწონს