ეს ჩირეული ყველაზე სასარგებლო და აუცილებელია ამ სამი ჩირის სარგებლობის შესახებ ბევრი გაგვიგონია. განსაკუთრებით ცნობილია გარგარის ჩირის სასარგებლო თვისებები. ამ სასწაულმოქმედი ჩირის შემადგენლობაშია ფოსფორი, რკინა, კალციუმი, კაროტინი, ვიტამინი B5. გარგარის ჩირის (ხშირად მას რუსულ სახელს, "კურაგას" ეძახიან ხოლმე) დამატება შეიძლება ღვეზელებში, ფაფეულში და ასევე დამოუკიდებელ კერძადაც შეიძლება მიიღოთ. შეიცავს ბევრ რკინას, არის კარგი სისხლის აღმდგენი საშუალება. საუკეთესოა ანემიის დროს. დაბალი ჰემოგლობინი ვისაც აქვს, მან ეს ჩირი უნდა მიიღოს განსაკუთრებულად ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში. გარგარის ჩირი ასევე ნაჩვენებია ორსული და დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის. ნიგოზთან, ქიშმიშთან და თაფლთან არეული გარგარის ჩირი ქმნის დესერტს, რომელშიც უამრავი ვიტამინი და მინერალია. ოღონდ, ფრთხილად იყავით, ეს ნაზავი ძალიამ კალორიულია.
ლეღვის ჩირი არანაკლებ სასარგებლოა. მას მოიაზრებენ, როგორც სიმსივნის პროფილაქტიკურ ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას, ასევე აწესრიგებს ფარისებრი ჯირკვლის მოქმედებას. გარდა ამისა, ლეღვის ჩირი ხელს უწყობს სწორი ნაწლავიდან პარაზიტების გამოდევნას. კარგი საშუალებაა ბრონქიტის დროს.
შავი ქლიავის ჩირი კიდევ ერთი საჩუქარია ბუნებისგან. ოს პირველ რიგში კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ახდენს საუკეთესო გავლენას. შავი ქლიავის ჩირის ნაყენი საუკეთესო საშუალებაა ყაბზობის დროს, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. გარდა ამისა, შავი ქლიავი სასარგებლოა მისთვის, ვისაც გულის პრობლემები აქვს ან მაღალი წნევა. გარდა ამისა, კარგია თირლმლების დაავადებების, რევმატიზმის, ღვიძლის დაავადებებისა და ათეროსკლეროზის დროს. ხოლო A ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო, მხედველობასაც აუმჯობესებს.
სამივე ჩირი საუკეთესო სამკურნალო და გამამხნევებელი საშუალებაა, რომლის მიღებაც ერთი თვის განმავლობაშიც შეიძლება. ყოველდღე, ძილის წინ, დაძინებამდე 1,5 საათით ადრე მიირთვით 1 ცალი ლეღვის ჩირი, 5 ცალი გარგრის ჩირი, 1 ცალი შავი ქლიავის ჩირი
ამ ყველა ნაყოფს აქვს ქსოვილების აღმდგენი თვისებები, ასევე მას უფრო ამკვრივებენ და ამყარებენ. მათი ნარევი საუკეთესოა ბევრი ორგანოსთვის, განსაკუთრებით – ხერხემლისთვის, კუნთებისთვის. აძლევს ძალას, ენერგიას, სიმხნევეს.
და კიდევ ერთი რჩევა: სასურველია, ჩირი შინ დამზადებული იყოს, და არა მაღაზიაში ნაყიდი. და გამოყენების წინ აუცილებლად უნდა გარეცხოთ.