მალე იღლებით? იქნებ ეს პროდუქტები არიან დამნაშავენი?
ხშირად ვგრძნობთ დაღლილობას და ძილიანობას, განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში. ხანდახან ეს სულაც არ არის დაკავშირებული რაიმე დაავადებასთან ან უძილობასთან. ხანდახან დამნაშავენი ის პროდუქტები არიან, რომლებსაც ხშირად ვიღებთ და მათ ჩვენი ორგანიზმისთვის, სხვა სახის ზიანის გარდა, ეს პრობლემაც მოაქვთ – ისინი ძილიანობას და დაღლილობას იწვევენ.
თქვენ წინაშე ის 5 პროდუქტია, რომლებიც ყველაზე მეტად გვართმევენ ძალებსა და ენერგიებს და რომლებიც ჯობს, შეამციროთ თქვენს რაციონში:
1. ტკბილეული – ყველა ტკბილეული, იქნება ნამცხვრეული, კანფეტეული თუ გაზიანი სასმელები, იწვევს სისხლში გლუკოზის დონის მომატებას, რომელიც მერე მკვეთრად ეცემა ძირს. ამ დროს ადამიანი ძალების გამოცლას გრძნობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ დაიღალე და გინდა წახემსება, ჯობს ტკბილეულსა და ფუნთუშეულზე არ შეაჩერო არჩევანი – რუხი ან ჭვავის პური ჯობს, შვრიის ან წიწიბურის ფაფა, ზეითუნის ზეთით შეკმაზული სალათები, ბოსტნეულის წვნიანი და ა.შ.
2. ინდაურის ხორცი – მოუხედავად იმისა, რომ დიეტურ ხორცად მიიჩნევა და დღესასწაულებზეც უყვართ მისი მომზადება, მასში ბევრი ცილაა, რომელთაც რელაქსაციის მომგვრელი ეფექტი აქვთ. ინდაურის მირთმევის შემდეგ ადვილად დაგეუფლებათ მოთენთილობა, ასე რომ, ჯობს, ინდაური საღამოს მიირთვათ, ვახშმად.
3. ცომეული – პროდუქტების ეს კატეგორია ადამიანის ორგანიზმზე ისევე მოქმედებს, როგორც ტკბილეული – გკუკოზის ვარდნებს იწვევს. თანაც, საფუარის და სხვა შემადგენლების გამო კუჭში ფუვდება, რის გამოც სხეულში სიმძიმე ჩნდება.
4. შემწვრები – შემწვარი კერზები უფრო რთულად მოსანელებელია და ორგანიზმი მის გადამუშავებას მეტ დროს უთმობს. ამაზე ჩვენი ენერგიები იხარჯება და ამიტომაც ვგრძნობთ დაღლილობას.
5. ალკოჰოლური სასმელი – აქაც ალბათ არ უნდა ბევრი განმარტება, ალკოჰოლი ზოგადად თენთავს და ღლის ადამიანს, ეს დაღლილობა მეორე დილასაც გაგვყვება. განსაკუთრებით მავნეა ტკბილი ალკოჰოლი – კონიაკი, ლიქიორები, კოქტეილები. თუ გსურთ ცოტა მოდუნება, ვახშმად ერთი ბოკალი წითელი ღვინო დალიეთ, ის დაძაბულობასაც მოგიხსნით და სისხლძარღვების სპაზმსაც არ გამოიწვევს.
რაც შეეხება პროდუქტებს, რომლებიც დაღლილობას ებრძვის და პირიქით, სიმხნევეს შეგმატებთ, ასეთებია ისპანახი, ვაშლი, ჭარხალი, წიწიბურა, ლობიო, ყველი, თხილეული, ბარდა.