შეცდომები, რომლებსაც ვუშვებთ საუზმობის დროს
შეცდომები, რომლებსაც ვუშვებთ საუზმობის დროს
ბევრი ადამიანი არ საუზმობს, რასაც შემდეგნაირად ხსნიან: ყოველთვის, როცა ვსაუზმობ, მალე მშივდება. საქმე კი ისაა, რომ მათ არასწორად შეარჩიეს საუზმისთვის პროდუქტები.
გთავაზობთ შეცდომებს, რომლებსაც ვუშვებთ დილის მენიუს შერჩევის დროს.
1. არასაკმარისი ცილა. განვიხილოთ რძეში ჩაყრილი „ბურბუშელები“. ერთი შეხედვით სწორი არჩევანია. 1 თეფში რძე უდრის 8 გ. ცილას, მაგრამ დამეთანხმებით, რომ რძეს ბოლომდე ხშირად არ ამთავრებენ. ცილა შეითვისება გვიან, ვიდრე ნახშირწყლები. ასე რომ, დაუმატეთ თქვენს მენიუს მოხარშული კვერცხი. 100% ცილა შეგიძლიათ მიიღოთ
ასევე ერთი ნაჭერი ტოსტით, რომელსაც არაქისის პასტას წაუსმევთ.
2. უჯრედისის ნაკლებობა. მშრალ საუზმეში ბევრი შაქარია, რომელიც მალე შეითვისება, ამიტომ მალე გვშივდება. და პირიქით: რაც უფრო მეტია უჯრედისი, მით დიდხანს არ მოგშივდებათ. დაიმახსოვრეთ მშრალი საუზმის წესები: მინიმუმ 5გრ. უჯრედისი, და ნაკლები შაქარი.
3. ცხიმის ნაკლებობა. უცხიმო პროდუქტების მიღებიდან 1 საათის შემდეგ თქვენ ისევ მშიერი იქნებით. მოდით ვნახოთ ვითომ ჯანმრთელი საუზმე: უცხიმო იოგურტი, მშრალი საუზმე, სად არის ცხიმი? საკმარისია მივიღოთ 2%-იანი იოგურტი, ან დავამატოთ ცოტა თხილი. უმნიშვნელო რაოდენობით ცხიმის მიღებაც დიდი ხნის განმავლობაში შეითვისება.
4. არასაკმარისი საკვები. მიუხედავად იმისა, რომ ხილი მდიდარია უჯრედისით, ვიტამინებითა და მინერალებით, ის მაინც არ არის საკმარისი სრულყოფილი საუზმისათვის. დღევანდელი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, დილით
გადარბენაზე ვართ და ვაშლითა და ბანანით ვკმაყოფილდებით. მაგრამ თუ დავჯდებით და მშვიდად ვისაუზმებთ იგივე პროდუქტებს და მივიღებთ 300- 400 კკალორიას, მეტად დანაყრებულად ვიგრძნობთ თავს.
5. ცოტა გვიანია. რეკომენდებულია ვისაუზმოთ გაღვიძებიდან ერთ საათში, თუ ეს შესაძლებელია. დაიმახსოვრეთ: საუზმის მიზანია - მივცეთ ორგანიზმს ენერგია. თუ საუზმის დრო მიუახლოვდა სადილობის დროს, ის აღარ ასრულებს ეფექტურად თავის ფუნქციას. ისიც გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი საუზმე ჯობს მის საერთოდ არარსებობას.
რომელია ყველაზე სასარგებლო პროდუქტები საუზმისთვის?
შვრია - ის ძალიან სასარგებლო პროდუქტია და აუცილებელია კანის სილამაზისა და კუჭის ჯანმრთელობისთვის. თუ შვრიის ფაფა არ გიყვართ, შეეცადეთ სხვადასხვა გემრიელი დანამატების წყალობით მაინც ჩართოთ დილის რაციონში. დაამატეთ შვრიას ქიშმიში, თაფლი, სხვადასხვა ჩირი, კენკრა, დაჭრილი ხილი, ნიგოზი, ნუში, შოკოლადი, კეფირი, ვანილი, დარიჩინი და ა.შ. თქვენი გემოვნების მიხედვით
ხაჭო - ნოყიერი, სასარგებლო და ჯანსაღი საუზმეა. თუ გსურთ რომ დილის ულუფა კიდევ უფრო მეტად გემრიელი გახადოთ, დაამატეთ მას თაფლი, თხილეული, ბანანი, კენკრა, ჩირეული და ქიშმიში. ძალიან გემრიელია ხაჭო მწვანილებითაც. სცადეთ კამის დამატება, ცოტა მარილი და პილპილიც დააყარეთ და სრულმარცვლოვანი ფქვილისგან მომზადებულ პურზე გადაუსვით - არაჩვეულებრივ სენდვიჩს მიიღებთ!
კვერცხი და შესაბამისად ომლეტი ამ სიაში საპატიო ადგილზეა. კვერცხი ძალიან სასარგებლო და საჭირო პროდუქტია. მასში შემავალი ცილა ორგანიზმს დილიდანვე ენერგიით ავსებს. სცადეთ ომლეტი მწვანილებით, ყველით, ბოსტნეულით - ასე სარგებელსაც გააორმაგებთ და გემოსაც.
ბუტერბროდები. დიახ, არ მოგესმათ, ნამდვილად ასეა! მაგრამ უბრალოდ ბუტერბროდები არა, რა თქმა უნდა. უმჯობესია ბუტერბროდისთვის სრულმარცვლოვანი ფქვილისგან გამომცხვარი პური გამოვიყენოთ, ქორფა, ხრაშუნა სალათის ფოთლებით, ქათმის ხორცით, სხვადასხვა ბოსტნეულით, ყველით, ხაჭოთი და ა.შ. ასეთი საუზმე სასარგებლოსთან ერთად კარგადაც ანაყრებს და ენერგია სადილამდე ნამდვილად გაგყვებათ
სალათები - ასევე კარგი დასაწყისია! მაგრამ აქ ცხიმიანი მაიონეზით გაჯერებული სალათი არ იგულისხმება. მოამზადეთ ახალი ხილის ან ბოსტნეულის სალათები საუზმეზე, ხილს შეგიძლიათ მოასხათ კეფირი, თხელი თაფლი, ლიმონის წვენი, ბოსტნეულს ცოტაოდენი საქონლის ან ქათმის ხორცი დაამატეთ, შეაზავეთ ზეითუნის ზეთით, ნატურალური იოგურტით, კეფირით...

ასევე იხილეთ: მოსწავლე და საუზმე - როგორ უნდა დავუგეგმოთ ბავშვს დილის მენიუ
რა პროდუქტები არ უნდა მიიღოთ უზმოზე
ტეგები: საუზმე
37773
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ნუნუ
0
შვრიის ფაფას ჩააჭერით,ან ჩაახეხეთ ყველი და ჩაადნეთ,სხვა არაფერი დაამატოთ,უგემრიელესია
09:34 / 16-08-2015
გოჩა
0
კარგია მაგრამ დათვალეთ რა დაჯდება ეგ ყველაფერი?
16:04 / 14-03-2015
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```