100 გრამი ოხრახუში ბავშვის ორგანიზმს 15 მგ ასკორბინის მჟავათი - C ვიტამინით ამარაგებს ზამთარში ჩვენი სუფრა ხილისა და ბოსტნეულის ისეთი მრავალფეროვნებით ვეღარ იწონებს თავს, როგორითაც ზაფხულში თუ შემოდგომაზე. ორგანიზმს ვიტამინები და მინერალები რომ არ მოაკლდეს, რაციონი მწვანილით უნდა გავამდიდროთ. ის, გარდა იმისა, რომ სასარგებლოა, განსაკუთრებულ გემოსაც აძლევს კერძს. როდის და როგორ ჩავრთოთ მწვანილი ბავშვის რაციონში? ამ კითხვაზე ია ხარებავა გვიპასუხებს.
- მწვანილს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს ყოველდღიურ რაციონში. როდის და როგორ ჩავრთოთ ის ბავშვის კვებაში?
- ბავშვის მენიუში მწვანილის ჩართვა ერთი წლიდან შეიძლება. ოხრახუში შეიცავს ბევრ კალიუმს, კალციუმს, რკინას, მაგნიუმსა და ფოსფორს. კალიუმი განსაკუთრებით ბევრია ოხრახუშის ფესვებში, ფოთლები კი უფრო ვიტამინებითაა მდიდარი. 100 გრამი ოხრახუში ბავშვის ორგანიზმს 15 მგ ასკორბინის მჟავათი - C ვიტამინით ამარაგებს. ოხრახუში მდიდარია აგრეთვე B1, B2, PP ვიტამინებით და კაროტინით, რის წყალობითაც ის არაჩვეულებრივი საშუალებაა სასუნთქი სისტემის სეზონური ვირუსული დაავადებების საპროფილაქტიკოდ. ყოველივე ამასთან ერთად, ოხრახუში აღძრავს მადას, ააქტიურებს და ხელს უწყობს საკვების მონელებას. ოხრახუშის ფესვები სასარგებლოა მომავალი დედისთვისაც - ის შესანიშნავი შარდმდენი საშუალებაა და ორგანიზმიდან ჭარბი მარილები გამოაქვს. მადის აღმძვრელი თვისება აქვს ქინძსაც. ის ამდიდრებს კერძს C ვიტამინითა და კაროტინით. მის შემადგენლობაში შემავალი ეთერზეთები ამცირებს ნაწლავთა შებერილობას (მეტეორიზმს), რომელიც პატარა ბავშვების ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა. კამა განთქმულია არა მხოლოდ განუმეორებელი არომატით, არამედ C ვიტამინის შემცველობითაც. 100 გ კამა 100 მგ C ვიტამინს შეიცავს. საზოგადოდ, ეს მცენარე მინერალებისა და ვიტამინების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. კამა ააქტიურებს ნაწლავების მოტორულ ფუნქციას და პატარას დაგროვილი აირებისგან ათავისუფლებს. შეგიძლიათ, წვრილად დაკეპილი კამა მოაყაროთ მზა კერძს - წვნიანს, პიურეს. თუ ჭამის შემდეგ დაალევინებთ ბავშვს სააფთიაქო ფორმის C ვიტამინს (დრაჟეს, წვეთებს), ორგანიზმს მისი ათვისება გაუადვილდება.
გაგრძელება