მიუხედავად იმისა, რომ იგი ბუნებრივი პროდუქტია, მის შესანახად პეტუნიის გენს იყენებენ, რაც საშინლად მომწამვლელი ნივთიერებაა 1. არაქისი - ზოგიერთს ჰგონია, რომ არაქისი თხილივით სასარგებლოა, თუმცა, უნდა გაგაწბილოთ. მიუხედავად იმისა, რომ იგი ბუნებრივი პროდუქტია, მის შესანახად პეტუნიის გენს იყენებენ, რაც საშინლად მომწამვლელი ნივთიერებაა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ მწერები არაქისს არ მიირთმევენ.
2. წითელი ხიზილალა
მცირე დოზით და ადგილზე მირთმეული (მაგალითად, კამჩატკაზე, სადაც თევზი მოიპოვება და მისგან ხიზილალას ამზადებენ) გემრიელი და სასარგებლოც კია, რადგან იგი ომეგა 3-ითაა მდიდარი, მაგრამ ასეთი საშუალება ყველას არ აქვს. ხიზილალა მალფუჭებადი პროდუქტია. ტრანსპორტირებას ვერ იტანს, შესანახად უამრავ მომწამვლელ ნივთიერებას და მარილს უმატებენ. ამიტომ ნუ დაუჯერებთ ეტიკეტზე მითითებულ წარწერას ”ნაკლებმარილიანი”. სასარგებლო მასში ნაკლებია, აი, მომწამვლელი კი - საკმაოდ ბევრი.
3. საწუწნი კანფეტები
ძველად რომ კანფეტები იყიდებოდა და ”კოწახური” ერქვა, დღეს მასეთს ვერსად შეხვდებით. მწარმოებლები იერისა და გემოს შესანარჩუნებლად უმრავი შხამ-ქიმიკატით გაჯერებულ, ლამაზად შეფუთულ კანფეტებს გვთავაზობენ. როგორც ექსპერტები გვარწმუნებენ, კანფეტი საშიში პროდუქტია და მისი ბავშვებისთვის მიცემა ყოვლად დაშვებელია. თვალსაჩინოებისთვის კი ექსპერიმენტის ჩატარებას გვთავაზობენ: ოდნავ დასველებული საწუწნი კანფეტი სუფრაზე დადეთ და დაელოდეთ. კანფეტი სუფრას ამოწვავს და წარმოიდგინეთ, კუჭს რას უზამს?!
4. შებოლილი ძეხვეული
ზოგიერთი უკვე მიხვდა, რომ ძეხვი საერთოდ არ უნდა მიირთვას, რაც მისასალმებელია, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც თავადაც ჭამენ და ბავშვებსაც აჭმევენ. სწორედ მათ გასაგონად გვინდა ვთქვათ, რომ შებოლილი და მოხარშული ძეხვები ორივე ერთნაირად სახიფათოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.
ასევე იხილეთ: ყველაზე საშიში პროდუქტები ბავშვებისთვის - ეს სია ყველას უნდა ჰქონდეს