სტაფილოს გემრიელი და სასარგებლო ნამცხვარი
სტაფილოს გემრიელი და სასარგებლო ნამცხვარი
ბავშვისთვის ბევრი ტკბილეულის მიცემას ყოველთვის ვერიდებით. ეს ნამცხვარი კი არც ძალიან ტკბილია, თან ბევრად უფრო სასარგებლო, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი სასუსნავები.
დაგჭირდებათ:
2 კვერცხი
4 ცალი მოზრდილი სტაფილო
1 ჭიქა შაქარი
1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით
ვანილი
1 ჩაის ჭიქა ზეთი
ფქვილი რასაც შეიზელს

გააკეთეთ გოგლი-მოგლი კვერცხისა და შაქრისგან. კარგად რომ გათეთრდება და ამოფუვდება, დაამატეთ წვრილად გახეხილი სტაფილო, ზეთი, სოდა ძმრით და ვანილი. შემდეგ შეაზილეთ ფქვილი. ცომი სქელი უნდა იყოს და ხელებზე არ უნდა გეკრობოდეთ. დაანაწევრეთ გუნდებად, მიეცით სასურველი ფორმა და
გამოაცხვეთ ღუმელში 180 გრადუსზე.
9893
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები