ეს ნამცხვარი არც ძალიან ტკბილია, თან ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი სასუსნავები ბავშვისთვის ბევრი ტკბილეულის მიცემას ყოველთვის ვერიდებით. ეს ნამცხვარი კი არც ძალიან ტკბილია, თან ბევრად უფრო სასარგებლო, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი სასუსნავები.
დაგჭირდებათ:
2 კვერცხი
4 ცალი მოზრდილი სტაფილო
1 ჭიქა შაქარი
1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით
ვანილი
1 ჩაის ჭიქა ზეთი
ფქვილი რასაც შეიზელს
გააკეთეთ გოგლი-მოგლი კვერცხისა და შაქრისგან. კარგად რომ გათეთრდება და ამოფუვდება, დაამატეთ წვრილად გახეხილი სტაფილო, ზეთი, სოდა ძმრით და ვანილი. შემდეგ შეაზილეთ ფქვილი. ცომი სქელი უნდა იყოს და ხელებზე არ უნდა გეკრობოდეთ. დაანაწევრეთ გუნდებად, მიეცით სასურველი ფორმა და გამოაცხვეთ ღუმელში 180 გრადუსზე.