იქნებ ხანდახან ბავშვებიც მართლები არიან, როცა რაღაც კერძი არ მოსწონთ ზოგიერთ ჯერძს ბავშვი გემრიელად მიირთმევს და დამატებასაც ითხოვს, სხვებზე კი კატეგორიულ უარს აცხადებს, ჭირვეულობს? იქნებ საქმე საკვებშია? თქვენ წინაშე იმ კერძების სიაა, რომლებსაც თურმე ყველაზე მეტად ვერ იტანენ ბავშვები. შეხედეთ ცოტა იუმორით და ცოტა რეალისტურადაც - იქნებ ხანდახან ბავშვებიც მართლები არიან, როცა რაღაც კერძი არ მოსწონთ?
აკორკოშებული მანის ფაფა
თითქმის ყველა საბავშვო ბაღის რომელიმე ჯგუფში აღმოჩნდება ბავშვი, რომელიც ამას მიირთმევს. მასწავლებლები აღმერთებენ მას და ის მათი სამაგალთო ბავშვია. დანარჩენი ბავშვები კი იფურთხებიან საზიზღარი მანის შეწებებული ბურთულებით.
მოხარშული ხახვი წვნიანში
თეფშში ცურავს რაღაც გამჭვირვალე, მედუზასმაგვარი და სლიპინა. კარგია, როცა მოზრდილი ნაჭრებია - შეიძლება დაიჭირო, ამოიყვანო და არ შეჭამო. და თუ პატარებია? მაშინ გიწევს მთელი თეფშის ბლოკირება!
შვრია (ჰერკულესი)
მიირთმევ ფაფას და შიგნით გხვდება მკვრივი ხორბლის მარცვლები, თვითონ ფაფა კი ნაცრისფერია. აი ეს უნდა ვჭამოთ, რომ ძლიერები გავხდეთ? - სწორედ ასე მსჯელობს პატარა.
ჩათუშული ბოსტნეული
მოხარშული ბოსტნეულისნ პიურე (კარტოფილის გარეშე). გარდა იმისა, რომ უგემურია, ისე გამოიყურება, თითქოს უკვე ვიღაცამ მიირთვა და დატოვა.
გადახარშული წიწიბურას ფაფა
გადახარშული გათხელებამდე, უმარილო, მონაცრისფრო-მოლურჯო. ნეტა ვინ შეჭამს საკუთარი ნებით?
მიწებებული მაკარონები
უგემური, უფერო, უსუნო - ერთნაირი კონსისტენციის. მოგაგონებს თიხას. გემრიელად მიირთვით, უფროსებო!
ადუღებული რძე ნაღებით
იწყებ დალევას და ტუჩებზე გეწებება რაღაცა. ფუუ!
კისელი
ვერ გაიგებ, დალიო თუ არა. ჯობია გვერდზე გაწიო...
საწებელი
უცნაურები არიან ეს უფროსები. გასაგებია, რომ ეს კოტლეტია და გვერდით კარტოფილის პიურე უდევს. რატომ მოასხეს ნორმალურ საჭმელს გამოუცნობი სტაფილოსფერი საშინელება? ეს თქვენ თვითონ მიირთვით!
რძიანი სუფი
ტკბილი თეთრი ნარევი, რომელშიც მაკარონები ტივტივებენ. ზემოდან გამლღვალი კარაქის რგოლები დაღოღავენ... ნამდვილად არ მიგივა გული.