დროდადრო ორგანიზმის გამწმენდი პროცედურები აუცილებელია დროდადრო ორგანიზმის გამწმენდი პროცედურები აუცილებელია. უკეთესია, თუ ყოველდღიურ რაციონში ჩართავთ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც ორგანიზმს ბუნებრივი გზით გაწმენდენ.
კანიანად მომზადებული კარტოფილი
მისი სტრუქტურა ხაფანგივით იჭერს მავნე ნივთიერებებს ნიტრატებიდან კანცეროგენების ჩათვლით. მოხარშული სახითაც კარგია, თუმცა კანიანად ღუმელში შემწვარი - უფრო სასარგებლო.
ნებისმიერი ჯიშის ყურძენი
ყურძენი ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს გამოდევნის, ასევე ასუფთავებს სისხლს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს.
სელი
მოხარშული სელი ან მისი კისელი იდეალურია კუჭნაწლავისთვის. გამოდევნის მავნე ნივთიერებებს, კარგია ქოლესტერინის წინააღმდეგ.
ლიმონი
ეხმარება ორგანიზმს ტოქსინების წინააღმდეგ ბრძოლაში და აიოლებს მავნე ნივთიერებების გამოდევნას.
ფხალეული
ისპანახი, სხვადასხვა მწვანე ფხალეული, ასევე თეთრი კომბოსტო ნებისმიერი სახით და ნებისმიერი რაოდენობით რაც შეიძლება ხშირად უნდა მიირთვათ. ორგანიზმიდან გამოდევნის შხამებსა და მძიმე მეტალებს. ფხალი თირკმელების დაცვის საუკეთესო საშუალებაა.
ნიორი
შესანიშნავი საშუალებაა ბაქტერიებისა და სოკოს წინააღმდეგ. მაღლა სწევს ღვიძლში ენზიმების აქტიურობის დონეს, რითაც ორგანიზმს ტოქსინების წინააღმდეგ ბრძოლა უადვილდება.