ყველა პროდუქტი როდი "მეგობრობს" ერთმანეთთან სპეციალისტების შეფასებით, ყველა პროდუქტი როდი "მეგობრობს" ერთმანეთთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პროდუქტების ერთდროულად მიღება სასურველი არ არის. რა თქმა უნდა, არც ამ შემთხვევაში გემუქრებათ საგანგაშო საფრთხე, უბრალოდ მათგან ორგანიზმი სარგებელს ვერ მიიღებს.
სხვადასხვა პროდუქტის შეთვისების პროცესი სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. ამიტომაც მათი ერთდროულად მოხვედრა ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესს დაარღვევს. დაიმახსოვრეთ პროდუქტების ყველაზე ცუდი შეხამებები. სულ სამია.
1. პირველი კერძი და ხილი
საკმაოდ ხშირია, როცა მშობლები ძირითადი კერძის შემდეგ აძლევენ ბავშვს ხილს დასაყოლებლად. ეს დიდი შეცდომაა. საქმე ისაა, რომ ცხელ კერძებს - სუპს ან ხორცს გარნირით, გადასამუშავებლად მეტი დრო სჭირდება. მათთან ერთად მოხვედრილი ხილი კი სრულფასოვნად არ შეითვისება.
2. ყავა ბუტერბროდით ან ღვეზელით
ყავა ბუტერბროდთან ერთად ძალიან ბევრი ადამიანის საუზმეს წარმოადგენს. სულ ტყუილად - შიმშილის გრძნობას ატყუებთ, მაგრამ თქვენი ორგანიზმისთვის ვერაფერი სარგებელი მოგაქვთ. კოფეინი პურში არსებული ბევრი მიკროელემენტის ათვისებას უშლის ხელს. მაგალითად, კალიუმის და მაგნიუმის
3. ლუდი და მიწის თხილი
ეს კლასიკური წყვილი სინამდვილეში სულაც არ მეგობრობს ერთმანეთთან. არაქისში ბევრი ცილა, ვიტამინი და მინერალია, მაგრამ ლუდი ყველა მათგანის ბლოკირებას ახდენს. მათი ათვისების პროცესიც დაბლოკილია. საბოლოოდ არაქისიდან მხოლოდ ცხიმს შეირგებთ, რომელიც ამ პროდუქტში უხვადაა.