როგორ გავიუმჯობესოთ კვება - ამის შესახებ ცნობილი მზარეული წერს ცნობილი კულინარი და შეფ-მზარეული ექტორ ხიმენეს-ბრავო სოციალური ქსელის მომხმარებლებს გამოდილებას უზიარებს. როგორ გავიუმჯობესოთ კვება - ამის შესახებ ცნობილი მზარეული წერს:
"თუ თავს პირობა მიეცით, რომ უკეთ უნდა იკვებოთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მხოლოდ მოხარშული, უცხიმო და უმარილო საკვები უნდა მიირთვათ.
ჯობია გამოცდილი მეთოდები გამოიყენოთ, რომელიც თქვენს კვებას უფრო სასარგებლოსა და ჯანსაღს გახდის.
1. ფარშში პურის ნაცვლად ბოსტნეული შეურიეთ;
2. ღუმელში გამოაცხვეთ, არ შეწვათ ბოსტნეული, განსაკუთრებით ბოლქვიანები;
3. ჭამეთ მხოლოდ შინ გამომცხვარი ცომეული;
4. მცენარეული ზეთებიდან ზეითუნის ყველაზე უკეთესია, თანაც ცივი დაწნეხვით მიღებული.
5. ძმარი ვაშლის ან ღვინის უნდა იყოს.
6. მარილი - ზღვის ან მუქი. მასში მეტი მიკროელემენტია.
7. ფაფები კი ყველაზე უკეთ თიხის ქილებში მზადდება.