მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გადაწყვიტა მეტი სიცხადე შეიტანოს შაქრის შეზღუდვის კამპანიაში შაქრის მოხმარების შეზღუდვისკენ ექიმები ხშირად მოგვიწოდებენ. თუმცა, ეს ცნება ზოგადი რეკომენდაციაა და კონკრეტულ დოზებს არ გვიწესებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გადაწყვიტა მეტი სიცხადე შეიტანოს შაქრის შეზღუდვის კამპანიაში. ორგანიზაციის ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ პროდუქტზე აბსოლუტური უარის თქმა არ შეიძლება, მეტიც - შაქარი მცირე რაოდენობით მაინც უნდა იყოს ჩვენს ყოველდღიურ რაციონში.
"ნორმალური წონის ზრდასრულმა ადამიანმა, შაქრიანი დიაბეტის, კარიესის და სიმსუქნის საფრთხე რომ არ დაემუქროს, ყოველდღიურად 6 ჩაის კოვზი უნდა შაქარი უნდა მიიღოს" - ასეთია ორგანიზაციის ექსპერტების დასკვნა, რომელიც ბავშვებისა და მოზრდილებისთვის დამტკიცებულ ახალ
რეკომენდაციებში შევიდა.
სპეციალისტების განმარტებით, შაქრის ეს რაოდენობა ყოველდღიურად მიღებული კალორაჟის დაახლოებით, 5%-ს შეადგენს.
გაგრძელება