არსებობს რამდენიმე მეთოდი, რითაც რძის ხარისხიანობას დაადგენთ რძე ბავშვთა კვებაში მნიშვნელოვანი პროდუქტია. მისი შეცვლა რთულია. აქედან გამომდინარე, ერთი გამოსავალი გვაქვს - ბავშვისთვის ხარისხიანი პროდუქტი უნდა შევარჩიოთ.
შემოწმების ძირითადი ხერხები ალბათ უკვე იცით:
1. ეტიკეტზე მწარმოებლის ზუსტი მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა ეწეროს.
2. შეფუთვა დაუზიანებელი უნდა იყოს.
3. დამზადებისა და შენახვის ვადა გარკვევით უნდა ჩანდეს.
4.ულტრაპასტერიზებული რძე ინახება გრილ ადგილას, პასტერიზებული - მაცივარში.
სამწუხაროდ, შიძლება ეს ოთხივე პარამეტრი დაცული იყოს, მაგრამ ხარისხის 100%-იანი გარანტია მაინც არ გვაქვს.
არსებობს რამდენიმე მეთოდი, რითაც რძის ხარისხიანობას დაადგენთ. რაც მთავარია, ამას სახლის პირობებშიც მოახერხებთ.
გემო
თუ რძეს ტკბილი გემო აქვს, ესე იგი ფხვნილისგან არის დამზადებული. გაშრობისას რძის ცილის მოლეკულები სტრუქტურას იცვლიან და ვიტამინებსაც კარგავენ. აღდგენილ რძეს კი საკმაოდ დაქვეითებული აქვს სასარგებლო თვისებები. პრაქტიკულად, ეს თეთრი ფერის წყალია.
ტესტი წყალზე
რძეს ხშირად წყალს ურევენ. როგორ უნდა განასხვაოთ გაზავებული რძე?
აიღეთ 1 სუფრის კოვზი რძე, 2 სუფრის კოვზი სპირტი, ჩაასხით ბოთლში ან ქილაში და 40 წამის განმავლობაში ინტენსიურად ანჯღრიეთ. შემდეგ თეფშზე გადმოასხით.
თუ რძე გაზავებულია, 5 წამში ფანტელები წარმოიქმნება. რაც უფრო მაღალია წყლის შემცველობა, მით უფრო დიდხანს გრძელდება ფანტელების წარმოქმნა.