ბავშვები წითელ კვერცხებს უფრო მონდომებით შეექცევიან, ვიდრე ჩვეულებრივ მოხარშულს მშობლებს ზოგჯერ ვერ გადაუწყვეტიათ, თამამად მისცენ თუ არა ბა ვშვებს სააღდგომო კვერცხების ჭამის ნება. არადა, ბავშვები წითელ კვერცხებს უფრო მონდომებით შეექცევიან, ვიდრე ჩვეულებრივ მოხარშულს.
რით არის სასარგებლო სააღდგომო კვერცხი?
კვერცხის ცილა, როგორც რძე, მაღალი ბიოლოგიური ღირებულებისაა. შეიცავს ქსოვილის წარმოსაქმნელ კომპონენტებს და სრულად შეითვისება ორგანიზმის მიერ. ერთი კვერცხი 6,81 გრამ ცილას შეიცავს.
ითვლება, რომ ქოლესტერინი, რომელსაც ქათმის კვერცხი შეიცავს, მავნებელია. მართალია, თუმცა ეს ნივთიერება გარკვეული დოზით აუცილებელია მოზარდი ორგანიზმისთვის. განსაკუთრებით, ნერვული სისტემის ფორმირებისთვის.
კვერცხის გული ბავშვის მენიუში 7 თვიდან შეიძლება ჩართოთ. ცილაში ქოლესტერინი არ შედის, თანაც ძლიერი ალერგენია. თუ კვერცხის მიღებამ სიწითლე ან გამონაყარი გამოიწვია, უმჯობესია მენიუში 2 წლიდან ჩართოთ.
ხოლო იმის შესახებ, თუ რა და რამდენი შეიძლება მიირთვას ბავშვმა სააღდგომო სუფრაზე, იხილეთ პედიატრის რეკომენდაცია.