ევროპაში დიდი ხანია რამდენიმე საკვები სინთეტური საღებავი აკრძალულია ბავშვებს ძალიან უყვართ სააღდგემო კვერცხების ჭრელა-ჭრულა მოხატულობებით გაფორმება. ამ დროს ყურადღებით უნდა იყოთ, რადგან ქიმიური საღებავები და ზოგიერთი საკვები საღებავიც საშიშია ბავშვებისთვის.
ევროპაში დიდი ხანია რამდენიმე საკვები სინთეტური საღებავი აკრძალულია და ბავშვებისთვის უკიდურესად საშიშ დანამატად არის გამოცხადებული. ეს საღებავები შეიცავენ ამ ელულგატორებს:
Е102, Е104, Е110, Е122, Е124, Е129.
როგორც აღმოჩნდა, ეს ნივთიერებები ბავშვებში ნერვულ აღგზნებადობას და ჰიპერაქტივობას იწვევს. ჩვენს ქვეყანაში შესაძლოა ჩვეულებივ იყიდებოდეს ამ დანამატების შემცველი საღებავები, ამიტომ ყურადღებით დააკვირდით ეტიკეტს. ყოველ შემთხვევაში, ამ საღებავებით მოხატულ კვერცხებს ბავშვებს ნუ აჭმევთ.
რატომ უნდა ერიდოთ ამ დანამატებს
Е102 – ღებავს ყვითლად. აკრძალულია ნებისმიერი ქრონიკული დაავედების მქონე ადამიანისთვის, მითუმეტეს თუ ასთმა და ალეგია აწუხებს. შეიძლება ბიძგი მისცეს სიმსივნურ წარმონაქმნებს.
Е104 – ღებავს ყვითელ-მომწვანო ფერად, ე.წ. ფოსფორისფრად. იწვევს მოხუთულობის შერძნებას. ძლიერი ალერგენი.
Е110 – ღებავს ნარინჯისფრად. კატეგორიულად აკრძალული მათთვის, ვინც ხხშირად უჩივის ალერგიულ გამოვლინებებს. იწვევს გამონაყარს, გულისრევას, სპაზმებსა და კუჭ-ნაწლავის მოშლილობებს, მავნებელია თირკმელებისთვის.
Е122 - ღებავს წითლად და ბორდოსფრად. კანცეროგენი და ძლიერი ალერგენია.
Е124 – კანცეროგენია, იწვევს ასთმურ შეტევებს. აღიარებულია ჰიპერაქტიურობის ერთ-ერთ მიზეზად.
Е129 - კარცეროგენია. განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც ასპირინზე ალერგია აქვს.
E171 - იწვევს ღვიძლისა და თირკმლის დაავადებებს.