ოსპი – საუკეთესო საკვები კუჭნაწლავისა და ბევრი სხვა ორგანოსთვის (+რეცეპტები)
ოსპი – საუკეთესო საკვები კუჭნაწლავისა და ბევრი სხვა ორგანოსთვის (+რეცეპტები)
მსოფლიოს დიეტოლოგებისა და მედიკოსების აზრით, დიდ შეცდომას უშვებენ ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ ოსპის კერძებზე. მას თავისი კვებითი თვისებებით შეუძლია შეცვალოს პური და ხორციც კი. ოსპი მიჩნეულია დედამიწაზე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო პროდუქტად. შეიცავს A და C და B ჯგუფის ვიტამინებს, უჯრედისებს, ბევრ ცილას, ნახშირწყლებს, ფლავონოიდებს, ფოლიუმის მჟავას (რომელიც გვიცავს კიბოსაგან), მიკროელემენტებს: კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, თუთიას, რკინას, ფოსფორს. თანამედროვე მედიცინა აქტიურად იყენებს ოსპს სამკურნალოდ. ძალიან სასარგებლოა ოსპის კერძები (წვნიანი, სალათა, ფაფა) გულ-სისხლძარღვთა და დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგან აწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს, კუჭ-ნაწლავის
პრობლემების (კოლიტი, წყლული) დროს. სასურველია, მომავალმა დედებმაც ოსპი გაითვალისწინონ რაციონში, რადგან ხელს უწყობს ნაყოფის განვითარებას.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ოსპი ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა პროდუქტია, რადგან ის არ აგროვებს ტოქსინებსა და ნიტრატებს. მასში შემავალ ნივთიერებებს, იზოფლავონებს, უნარი შესწევთ, თავიდან აგვაცილონ ძუძუს კიბო. გარდა ამისა, შეიცავს გულისთვის აუცილებელ უჯრედისს.
ნახევარ ულუფაში არის 9 გრამი ცილა, 8 გრამი უჯრედისი, არ შეიცავს ცხიმს. ენერგეტიკული ღირებულებაა 115 კილოკალორია. იზოფლავონები დამუშავებისას არ იშლება, ამიტომ თამამად შეგიძლიათ, იყიდოთ კონსერვირებული ან გამომშრალი ოსპი.
თურმე ოსპს ადრე ღარიბების ხორცს უწოდებდნენ, რადგან დიდი რაოდენობით ცილას და B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს, ამასთანავე ნოყიერია და ორგანიზმიც ადვილად ითვისებს.
ასე რომ, თამამად და აქტიურად ჩართეთ ოსპი თქვენს მენიუში, კვირაში
ერთხელ მაინც დაგეგმეთ ოსპის დღე და მოამზადეთ ოსპის კერძები. ის ერთნაირად სასარგებლოა დიდებისა და პატარებისთვის. თან – გემრიელიც. რამდენიმე რეცეპტსაც გთავაზობთ.

ოსპის სუპი
დაგჭირდებათ:
ხახვი – 100 გრ
სტაფილო – 200 გრ
წითელი ოსპი – 200 გრ
ზეთი – 40 გრ
პრასი – 1 ცალი
მარილი, მწვანილი გემოვნებით
mshoblebi
მომზადება:
ყველაზე კარგად წითელი ოსპი იხარშება, მით უმეტეს, თუ წინასწარ დაალბობთ, ერთი-ორი საათი მაინც. წვნიანის მომზადებას იმდენი დრო არ უნდა, როგორც სხვა ბარდეულის. თან გემრიელია და ადვილად ანაყრებს. ხელს უწყობს კუჭნაწლავის მოქმედებას.
ხახვი წვრილად დაჭერით და მოშუშეთ ზეთში. დაუმატეთ მსხვილად გახეხილი სტაფილო და კიდევ 2-3 წუთი მოშუშეთ. ძალიან უხდება პრასი, თხელ რგოლებად დაჭრილი, რომელსაც ასევე ტაფაში დაამატებთ მოშუშვის დროს. აადუღეთ ქვაბში 2 ლიტრი წყალი, იქ გადაიტანეთ მოშუშული ბოსტნეული და მიიყვანეთ ადუღებამდე. ჩაამატეთ ოსპი და კიდევ 15-20 წუთი დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. ოსპი უნდა დარბილდეს და ფერსაც შეიცვლის – უფრო ღია ფერის გახდება. ბოლოს დაუმატეთ მარილი, შეგიძლიათ, მწვანილიც დაუმატოთ გემოვნებით.


ყველაზე მარტივი რეცეპტი – მოხრაკული ოსპი ხახვით
ეს კერძი მამაკაცებსაც მოსწონთ, თან ადვილი მოსამზადებელია.
დაგჭირდებათ:
ოსპი – 200 გრ
ხახვი – 1-2 საშუალო ზომის
ნიორი, მწვანილი, ზეთი
mshoblebi
მომზადება:
ხახვი დაჭერით და ტაფაზე მოშუშეთ (ზოგიერთი დიასახლისი სტაფილოსაც უმატებს). შემდეგ დაუმატეთ წინასწარ კარგად დამბალი ოსპი, მოასხით ადუღებული წყალი, ისე, რომ ოსპი დაფაროს, მოურიეთ და ხარშეთ. თუ შეატყვეთ, რომ წყალი შეიშრო, დაუმატეთ, სანამ არ მოიხარშება ოსპი. დაახლოებით 15-20 წუთში ოსპი დარბილდება, გაიხსნება და მიგანიშნებთ, რომ მოხარშულია. ჩანგლით ან კოვზით დასრისეთ მოხარშული ოსპი (ლობიოსავით), თან ურიეთ. წყალი აღარ დაუმატოთ. რომ შეატყობთ, უკვე კარგად ისრისება ოსპის მარცვლები, კარგად მოიხარშა, დაუმატეთ ნიორი, მარილი (სვანური მარილი უხდება განსაკუთრებულად), მწვანილი. კიდევ კარგად აურიეთ, რომ არ მიიწვას და შემდეგ გამორთეთ.


ოსპის სუპ-პიურე
ეს კერძი ძალიან დიეტურია და განსაკუთრებულად სასარგებლო სხვადასხვა დაავადების დროს.
დაგჭირდებათ:
წითელი ოსპი – 150 გრ
სტაფილო – 4 ცალი
ნიახური – 1 კონა
ხახვი – 1 თავი
ბოსტნეულის ბულიონი ან წყალი – 1,2 ლ
ზეთი, მარილი
mshoblebi
მომზადება:
ხახვი, ნიახური და სტაფილო წვრილად დაჭერით. ჯერ ხახვი მოხრაკეთ ტაფაზე, მერე დაუმატეთ სტაფილო და ნიახური. გარეცხილი და ცოტა ხნით დამბალი ოსპი დაუმატეთ და ცოტა ხანს, დაახლოებით 2 წუთს შუშეთ, თან ურიეთ.
ქვაბში ჩაასხით წყალი ან ბოსტნეულის ბულიონი (ბულიონი მანამდე უნდა გქონდეთ მოხარშული. ჩვეულებრივი – კარტოფილით, სტაფილოთი, ბულგარულით, ხახვით, ნივრით, დაფნის ფოთლით და მისი მხოლოდ წვენი გამოიყენოთ).
დაუმატეთ წამოდუღებულ წვენში ან წყალში, უკვე მოხრაკული ბოსტნეული და ნელ ცეცხლზე ხარშეთ. როცა ოსპი მოიხარშება, დაიმატეთ სუნელები და მარილი. შემდეგ ბლენდერით გათქვიფეთ და პიურედ აქციეთ.

276526
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
თინა
0
მოხრაკული და მოშუშული სასტიკად ამიკრძალა დიეტოლოგმა და რომც არ აეკრძალა მკლავს თუ შევჭამე და რავიცი არ მოშუშული და მოხრაკული წერია. ალბად კარგი გემო რომ მისცეს მიტომ. ოსპი კი მართლაც რომ მდიდარია სასარგებლო ნივთიერებით
09:52 / 17-12-2020
DNK
7
მავნე რეცეპტებია.
04:19 / 09-08-2020
მსგავსი სიახლეები