1. ტრანსცხიმები
განსაკუთრებით ბევრი ტრანსცხიმებია კარტოფილ ფრიში, პოპკორნში, ნამცხვრეულში, ჩიფსებში, კრეკერებში, ორცხობილებში, მარგარინსა და ტორტებში. მათი გამოყენება იწვევს სიმსუქნეს და გულის დაავადებებს, ასევე – ნაადრევ დაბერებას.
2. გლუკოზა-ფრუქტოზის
ეს სიროფი შაქრის იაფი შემცვლელია და მას შეიცავს ბევრი ნაყიდი ტკბილეული, გაზიანი სასმელები და კონსერვები. სიროფი აუმჯობესებს საკვების გემოს და მის ვადას ახანგრძლივებს. მისი ხშირი გამოყენება იწვევს ღვიძლისა და გულის დაავადებებს, კარიესს. დიეტოლოგები გვირჩევენ, ასეთი საეჭვო ტკბილეული ჩავანაცვლოთ შავი შოკოლადით (კაკაოს მაღალი შემცველობით), შაქარი კი – თაფლით. და რასაკვირველია, მივიღოთ ბევრი ბუნებრივი ხილი.
3. რაფინირებული მარილი
მარილი მავნე პროდუქტია, რომელიც ორგანიზმში წყლის მარაგს ბლოკავს და ჰიპერტონიის ერთ-ერთი მიზეზია. მარილის ბოროტად გამოყენება დაბერების პროცესსაც აჩქარებს. ეცადეთ, მარილის ოდენობა მკვეთრად შეამციროთ, თუ საჭმლის გემო არ მოგეწონათ ცოტა მარილით, მაშინ მწვანილსა და სუნელებს, ნიორს მოუმატეთ და ნახავთ, როგორი გემრიელი იქნება ბევრი მარილის გარეშეც.
4. გადამუშავებული ხორცი
ბევრი ხორცპროდუქტია მაღაზიის დახლებზე –
5. ალკოჰოლი
ალკოჰოლს ღვიძლი გადაამუშავებს, რომელიც ტოქსინებს ანეიტრალებს. მაგრამ მას ყველაფერთან გამკლავება არ შეუძლია, რადგან დრო სჭირდება აღდგენისთვის. რაც არ გადამუშავდება, ის ორგანიზმს აზიანებს, გარეგნულად კი გამოხატება კანზე აკნეს, დერმატიტებისა და ნაოჭების სახით.
ერთი სიტყვით, ისევ და ისევ გვირჩევენ დიეტოლოგები, გულმოდგინედ შევარჩიოთ პროდუქტები, წავიკითხოთ შემადგენლობა, ვადები და უფრო ხშირად მიირთვათ ხილი და ბოსტნეული.