ორმა ავსტრალიელმა ბიჭმა საკუთარი ექსპერიმენტი ჩაატარა და დაადასტურა, რომ მაკდონალდსის საკვები არა მხოლოდ მავნეა, არამედ საერთოდაც არ შეიძლება მისი მოხმარება. შორეულ 1995 წელს კეისი დინი და ედვარდ ნიცი ჯერ

ერთხელ ბურგერი იყიდეს და ერთი ცალი გადაურჩათ. უცებ მოიფიქრეს, რომ ასევე დაეტოვებინათ და მერე, 20 წლის შემდეგ ენახათ, რა დაემართებოდა. ასეც მოიქცნენ.
20 წელი გავიდა და გაახსენდათ ჰამბურგერი, რომელიც... ზუსტად ისეა, როგორც ერთ დროს შეინახეს. თანაც, მაცივარშიც კი არ ჰქონიათ - ჩვეულებრივ კოლოფში ედოთ.

თავადვე სვამენ შეკითხვებს: „მაინც რას უკეთებენ ასეთს ამ ჰამბურგერებს, რომ ასე დიდხანს ძლებს? ნუთუ აბალზამებენ? საშინელებაა!"
სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის. ისლანდიელმა ჰერტურ სმარასონმა 2009 წელს იყიდა ჩიზბურგერი, რომელიც წელს იანვარში უჩვენა საზოგადოებას - როგორც ივარაუდებოდა, 5 წელიწადში ჩიზბურგერს არაფერი შეცვლია...