ვერ დაიჯერებთ! ალბათ არაერთხელ გაგიგონიათ სწრაფი კვების მავნებლობის შესახებ, ასევე მსოფლიოში ცნობილი ბრენდის ასეთივე ცნობილი ჰამბურგერებისა და ჩიზბურგერების საეჭვო შემადგენლობის ამბავი. დრო და დრო ვრცელდება ხოლმე გამაოგნებელი ინფორმაცია, თუ რას, როგორ და რანაირად აკეთებენ და როგორ ინახავენ, თუმცა ამის გამო არც მაკდონალდს აკლდება კლიენტი და არც თუნდაც კოკა-კოლას. თუმცა ეს სიახლე მაინც განსაკუთრებულია.
ორმა ავსტრალიელმა ბიჭმა საკუთარი ექსპერიმენტი ჩაატარა და დაადასტურა, რომ მაკდონალდსის საკვები არა მხოლოდ მავნეა, არამედ საერთოდაც არ შეიძლება მისი მოხმარება. შორეულ 1995 წელს კეისი დინი და ედვარდ ნიცი ჯერ კიდევ მოზარდები იყვნენ და უცნაური იდეა გაუჩნდათ.
ერთხელ ბურგერი იყიდეს და ერთი ცალი გადაურჩათ. უცებ მოიფიქრეს, რომ ასევე დაეტოვებინათ და მერე, 20 წლის შემდეგ ენახათ, რა დაემართებოდა. ასეც მოიქცნენ.
20 წელი გავიდა და გაახსენდათ ჰამბურგერი, რომელიც... ზუსტად ისეა, როგორც ერთ დროს შეინახეს. თანაც, მაცივარშიც კი არ ჰქონიათ - ჩვეულებრივ კოლოფში ედოთ.
თავადვე სვამენ შეკითხვებს: „მაინც რას უკეთებენ ასეთს ამ ჰამბურგერებს, რომ ასე დიდხანს ძლებს? ნუთუ აბალზამებენ? საშინელებაა!"
სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის. ისლანდიელმა ჰერტურ სმარასონმა 2009 წელს იყიდა ჩიზბურგერი, რომელიც წელს იანვარში უჩვენა საზოგადოებას - როგორც ივარაუდებოდა, 5 წელიწადში ჩიზბურგერს არაფერი შეცვლია...