ხანგრძლივი თხოვნის შედეგად, ერთ-ერთ საცხობში მომუშავე ქალბატონი ინტერვიუზე დავითანხმეთ რას მივირთმევთ, ეკოლოგიურად სუფთაა თუ არა ესა თუ ის პროდუქტი, სად, როგორ და რა პირობებში მზადდება? ეს კითხვები მომხმარებელს სისტემატურად აწუხებს.
განსაკუთრებით კი არსებობისთვის აუცილებელ, პირველადი მოხმარების პროდუქტს - პურს ეხება. მომხმარებელს არაერთხელ შეუძენია დაობებული, აშმორებული პური, მაგრამ სამწუხაროდ კონტროლი ამაზე თითქმის არ ხორციელდება, დაზარალებული კი ყოველთვის მომხმარებელი რჩება. წლებია, იმასაც ამბობენ, რომ შავ და რუხ პურში მუქი ფერის მისაღებად ხელოვნურ დანამატებსა და საღებავებს ურევენ. ამით კი განსაკუთრებით ის მომხმარებლები ზარალდებიან, ვისაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ და მათთვის დიეტური პურის მიღება აუცილებელია.
ჩვენი ინტერესის საგანი შავი და რუხი პურია. რამდენიმე დღის წინ ახლობელი დამიკავშირდა და შემდეგი ისტორია მიამბო: პატარებისთვის კატლეტის მომზადებას ვაპირებდი, ყველა დიასახლისმა იცის, რომ ამ საკვების დასამზადებლად პური აუცილებელია. ჰოდა, მეც მაღაზიაში შავი პური შევიძინე და დასალბობად წყალში მოვათავსე. ვიდრე დანარჩენი პროდუქტიც გავამზადე, სახტად დავრჩი, წყალი გამუქებული იყო".
სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც პურში საღებავის არსებობას დაადგენს. ხანგრძლივი თხოვნის შედეგად, ერთ-ერთ საცხობში მომუშავე ქალბატონი ინტერვიუზე დავითანხმეთ. ცხადია, სამსახურის დაკარგვის შიშით, ვინაობის გამხელა არ ისურვა, მაგრამ ჩვენი ეჭვი დაადასტურა: "იმისათვის, რომ პურს მუქი შეფერილობა ჰქონდეს, ცომს გარკვეული რაოდენობის საღებავს ვუმატებთ. საღებავის მცირე დოზაც საკმარისია, რომ პროდუქტმა სასურველი შეფერილობა მიიღოს. შეიცავს თუ არა პური საღებავს, ამის გადამოწმება თავადაც შეგიძლიათ, სხვას ვერაფერს გეტყვით".
გადავწყვიტე, ექსპერიმენტი ჩამეტარებინა: სხვადასხვა დასახელების შავი და რუხი პური შევიძნე. შინ მისულმა, პურის ნაჭრები წყლიან ჭურჭელში მოვათავსე. რამდენიმე წუთის შემდეგ სხვადასხვა სახეობის სამი პურიდან ორმა წყალი გაამუქა.
სიმართლე გითხრათ, მერჩივნა, დიასახლისისა და მცხობელის ნაამბობი მათი ფანტაზიის ნაყოფი ყოფილიყო, მაგრამ ფაქტი სახეზეა - წყალი შეიღება.
პურზე ჩატარებული ექსპერიმენტის შემდეგ, საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის ექსპერტს, ეთერ სარჯველაძეს დავუკავშირდით.
გაგრძელება