ახალი კარტოფილი, განსაკუთრებით შემოსვლიდან პირველ ორ თვეში, ძნელად მოსანელებელია პატარებისთვის, იგი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების დაგროვებას, დისპეფსიურ მოვლენებს იწვევს და ხშირად ფაღარათისა და მუცლის ძლიერი ტკივილის მიზეზი ხდება. სწორედ ამიტომ არ არის რეკომენდებული 2-3 წლამდე ასაკის ბავშვთა კვებაში. თუ ბავშვს მგრძნობიარე და ადვილად გაღიზიანებადი კუჭ-ნაწლავი აქვს, 5-6 წლამდეც არ
რაც შეეხება მოზრდილ ბავშვებს, უმჯობესია ახალი კარტოფილი მოთუშული ან ორთქლზე მომზადებული აჭამოთ. გემრიელად რომ მიირთვას, კარაქით (ან ზეითუნის ზეთით), მარილით და კამით შეუზავეთ.
ახალ კარტოფილს სასარგებლო თვისებებიც აქვს: მასში ძალიან ცოტა რაოდენობითაა ნახშირწყლები. შესაბამისად მისი კალორიულობა ძველზე დაახლოებით 30-40%-ით ნაკლებია (100გრ ახალი კარტოფილი - 36კკალ, ძველი - 80კკალ).
საშიში ნივთიერება
საშიში ნივთიერება, რომელიც შეიძლება კარტოფილში ბუნებრივად დაგროვდეს, სოლანინია. მას შეიცავს მწვანე კარტოფილი და მაშინ გროვდება, როცა კარტოფილი სიბნელის ნაცვლად სინათლეზე დევს. ჩვეულებრივ პირობებშიც შეიძლება პროდუქტში ალკალოიდის რაოდენობამ თანდათან მოიმატოს. ამის შედეგად ალკალოიდის შემცველობა მაქსიმუმს აღწევს გვიან გაზაფხულზე და ზაფხულში, ამიტომ წლის ამ პერიოდში კარტოფილის გონივრული მოხმარებაა საჭირო. არ გირჩევთ, ეს ბოსტნეული