კვერცხის შეწვის მთავარი საიდუმლოებები და ყველაზე ფუმფულა ომლეტის ვიდეორეცეპტი
კვერცხის შეწვის მთავარი საიდუმლოებები და ყველაზე ფუმფულა ომლეტის ვიდეორეცეპტი
გეგულებათ ვინმე, ვინც კვერცხის შეწვა არ იცის? ალბათ არა, თუმცა ნამდვილი ომლეტის საიდუმლოებები ყველასთვის არ არის ცნობილი. ომლეტი არ გახლავთ უბრალოდ შემწვარი კვერცხი. მომზადების მარტივი წესის გამო პოპულარობით შემწვარ კარტოფილსაც კი ჩრდილავს, საკმაოდ ნოყიერი და სასარგებლოა, ძალიან ბევრი ინგრედიენტით შეიძლება მისი გამდიდრება და რაც მთავარია, უგემრიელესია.
ამ საოცარი კერძის გემო რომ მაქსიმალურად წარმოაჩინოთ, რამდენიმე საიდუმლო ხერხი უნდა გაითვალისწინოთ:
1. ყოველთვის ძალიან ცხელ, სქელძირიან ტაფაზე შეწვით.
2. ცილა და გული ერთმანეთისგან გააცალკევეთ და ცალ-ცალკე ათქვიფეთ. შემდეგ კვლავ შეუერიეთ ერთმანეთს.
3. ომლეტის
მოსამზადებლად კვერცხს რძის გარდა შეგიძლიათ კეფირი, არაჟანი, მაწონი, ნაღები ან ბულიონი შეურიოთ.
4. შეგიძლიათ ცოტა ფქვილიც დაამატოთ და ასე უფრო ფუმფულა და ნოყიერი კერძი გამოგივათ.
5. აუცილებლად მოასხით საწებელი.
6. ომლეტში შეიგიძლიათ გამოიყენოთ ძეხვი, ყველი, ბოსტნეული.
ყველაზე ფუმფულა ომლეტის ერთ-ერთი რეცეპტი შეგიძლიათ ვიდეოშიც იხილოთ. აქ ზემოჩამოთვლილი საიდუმლო ხერხები არ არის გამოყენებული, თუმცა შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავია.
15241
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები