რაც ბლისა და ალუბლის შესახებ უნდა იცოდეთ
რაც ბლისა და ალუბლის შესახებ  უნდა იცოდეთ
ბალი და ალუბალი ბაზარზე უკვე გამოჩნდა. მშობელს ხშირად უჩნდება კითხვა, რამდენი უნდა მიიღოს ბავშვმა ეს ხილი, რომ არ ავნოს. ეს გემრიელი ხილი საშუალებას მოგცემთ, ბავშვმა ქარხნული, მავნე ტკბილეული ნატურალური პროდუქტით ჩაანაცვლოს.

ალუბლის ნაყოფი და ფოთლები ნატურალური ანტიბიოტიკებია. მათში უხვად არის ფიტონციდები - ნივთიერებები, რომლებიც ხელს უშლიან ბაქტერიების გამრავლებას.
დედების საყურადღებოდ:
თუ პატარას შეკრულობა აქვს, არგებს ალუბლის ნაყოფიც და წვენიც.
ახალშემოსული ხილი ბავშვებს მიეცით ნელ-ნელა, ულუფის მომატებით, სადილობიდან 1-1,5 საათის შემდეგ. ძილის წინ მოერიდეთ ხილის მიცემას.
ასწავლეთ ბავშვს ზომიერება, რათა არასოდეს
შეაწუხოს დისკომფორტმა - შებერილობამ, მეტეორიზმმა, გულისრევის შეგრძნებამ.
ბოსტნეულის მწნილს მომზადებისას ალუბლის რამდენიმე ფოთოლი დაამატეთ - თქვენი ნახელავი მთელი ზამთარი არ გაფუჭდება.
თუ პატარა მიდრეკილია სიმსუქნისკენ და უყვარს ჭამა, ჭამის წინ 50-100 გრამი ბალი შესთავაზეთ - ის იწვევს სიმაძღრის შეგრძნებას, თუმცა კალორიებით ღარიბია. გარდა ამისა, შეიცავს ნივთიერებათა ცვლისა და საჭმლის მონელების გამაუმჯობესებელ ნივთიერებებს.
mshoblebi
ბალსა და ალუბალს აქვთ სუსტი შარდმდენი ეფექტი და შეგიძლიათ, წნევის დასაწევად გამოიყენოთ.
ბალი შეგიძლიათ შეუზღუდავად მიიღოთ გასტრიტისა და კუჭის წყლულის დროს - ის, ალუბლისგან განსხვავებით, არ იწვევს გულძმარვას და კუჭის წვენის მჟავიანობის მომატებას.
ბალი არარეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს დიარეა და მეტეორიზმი,
შებერილობა, დიაბეტი.

გაგაცნობთ ბლის სამკურნალო თვისებებს:
- წნევის დასარეგულირებლად ყოველდღე მიირთვით მუქი ფერის ბალი, რომელიც შეიცავს სისხლძარღვების კედლების გასამაგრებელ ნივთიერებებს.
- ბალი ხსნის სახსრებში ტკივილსა და უსიამოვნო შეგრძნებებს. სასურველია, ყოველდღე მიიღოთ ბლის კონცენტრირებული წვენი (1ს/კ 3-ჯერ დღეში).
- ჭრილობებზე დაიდეთ ბლის წვრილად დაჭრილი ნედლი ფოთლები
mshoblebi
ბლისა და ალუბლის მთავარი სიმდიდრე კუმარინები გახლავთ. ეს ნივთიერებები საჭიროა ორგანიზმისთვის ტონუსის შესანარჩუნებლად. კუმარინებით მდიდარ ხილსა და კენკრას ურჩევენ ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობისგან დასუსტებულ ადამიანებს. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ ნივთიერებათა შემცველობით ბალი და ალუბალი ჩამორჩება მოცხარს, ჟოლოსა და ბროწეულს.
mshoblebi
საზამთრო თადარიგი
ბლისა და ალუბლის საზამთროდ შენახვა სხვადასხვანაირად შეიძლება - შეგიძლიათ, მოამზადოთ მურაბა, კომპოტი, გაყინოთ, მაგრამ ბუნებრივი არომატისა და სასარგებლო ნივთიერებების შენარჩუნება ყველაზე უკეთ ამგვარად შეიძლება: კარგად გარეცხეთ ნაყოფი და ფოთლები. კარგად გარეცხილ და მშრალ მინის ქილაში ფენა-ფენად ჩააწყვეთ ნაყოფი და ფოთლები. აავსეთ ქილა, დაახურეთ პოლიეთილენის სახურავი და შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას. ასე ალუბალი ზამთრამდე შეინახება და ყველა სასარგებლო თვისებას შეინარჩუნებს.
იხილეთ მეტი

ტეგები: ბალი ალუბალი
17845
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ნინო
3
ალუბლის კურკაც ასევე სასარგებლოა, უნდა გავტეხოთ და მივირთვათ, ის შეიცავს "ბ-17" ვიტამინს რაც კლავს ორგანიზმში ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედებს, გისურვებთ ჯამრთელობას.
16:16 / 10-06-2015
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი