5 რამ, რისი ჭამა და დალევაც არ შეიძლება ძლიერ სიცხეში
5 რამ, რისი ჭამა და დალევაც არ შეიძლება ძლიერ სიცხეში
როცა ტემპერატუტრა +30 და მეტია, გარკვეული პროდუქტების მიღება უნდა შეზღუდოთ. წინაააღმდეგ შემთხვევაში ეს უარყოფითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. რომელია ეს პროდუქტები?

1. ცილოვანი პროდუქტები: ხორცი, კვერცხი, ხაჭო და ა. შ. - ამ პროდუქტებში ცუდი არაფერია, უბრალოდ, მათ გადასამუშავებლად ორგანიზმს ბევრი სითხე სჭირდება. თუ სითხის გაძლიერებულ მიღებაზე არ გადახვალთ, ცილოვანი მენიუ გაუწყლოებით გემუქრებათ.
2. სატაცური: მის სარგებლობაზე ბოლო დროს ბევრს საუბრობენ და ეს ბოსტნეულიც თანდათან ფეხს იკიდებს ჩვენში. ეს დაბალკალორიული პროდუქტი ძლიან
სასარგებლოა, მაგრამ არა ცხელ დღეებში. ის დიდი რაოდენობით შეიცავს ამინომჟავებს, რომლებსაც შარდმდენი ეფექტი აქვთ. ორგანიზმმა რომ სიცხეში სითხის მარაგი არ დაკარგოს, სატაცურს ნუ მიეძალებით.
3. კოფეინის შემცველი სასმელები ჩაი, ყავა, კაკაო, კოკაკოლა, ენერგეტიკული სასმელები გაუწყლოების პროვოცირებას ახდენენ. მათი ხშირი მოხმარება სიცხეში თავის ტკივილით და პირის სიმშრალით "გაჯილდოვებთ".
4. ალკოჰოლური სასმელები და კოქტეილები. ალკოჰოლის გადამუშავებაც დიდი რაოდენობით სითხეს მოითხოვს. ასეა ჩვეულებრივი ტემპერატურის დროს. სიცხეში კი მზეზე ყოფნისას გაუწყლოება მძაფრდება და მზის დარტყმის რისკებიც მატულობს.
5. სპეციალისტები არ გირჩევენ არც ძეხვეულის, პაშტეტების და ქარხნული ტკბილეულის მირთმევას. ისინი მალფუჭებად პროდუქტებს მიეკუთვნებიან და სიცხეში მეტი რისკი ახლავთ. შესაბამისად, მოწამვლის ალბათობა იზრდება. ნაწლავური დაავადებები ხომ ზაფხულში ყველაზე გავრცელებული
პრობლემაა.
23137
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```