შეიძლება თუ არა, ყველა მწვანილი ვაჭამოთ ბავშვს?
მწვანილი რომ სასარგებლოა, ეს ყველა მშობელმა იცის. თუმცა შეიძლება თუ არა ყველა მწვანილი ვაჭამოთ ბავშვს და რომელი ასაკიდან შეიძლება ეს?
როდიდან ეჭმევა ბავშვს მწვანილი?
დაბადებიდან მე-8 თვეში უკვე შეიძლება ბავშვის მენიუში მწვანილის შეტანა. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მას საკმაოდ სპეციფიური გემო აქვს, ამიტომ თავიდან ძალიან მცირე რაოდენობით დაამატეთ საკვებს, მაგალითად, ბოსტნეულის პიურეს. როცა პატარა წამოიზრდება, მწვანილი შეგიძლიათ სალათებშიც გამოიყენოთ, თუმცა არა გადაჭარბებით.
რომელი მწვანილი უკეთესია ბავშვისთვის?
ნებისმიერი მწვანილი, რომლის გამოყენებასაც აპირებთ, ზედმიწევნით კარგად და ყურადღებით უნდა გარეცხოთ. გირჩევთ, რომ ცოტა-ცოტა ყველანაირი მწვანილი გაასინჯოთ ბავშვს. თითოეულ მათგანს თავისი სასარგებლო თვისებები გააჩნია.
• ოხრახუში - შეიცავს А ვიტამინსა და მინერალურ ნივთიერებებს. ოხრახუში ორგანიზმში მოხვედრილ მავნე ნივთიერებებსაც ანეიტრალებს.
• ქინძი - სასარგებლოა ნაღვლის ბუშტისთვის, შებერილობის დროს, აძლიერებს მადას.
• კამა - ვიტამინებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების წყაროა. შეიცავს დიდი ოდენობით C, B, P ვიტამინებს, კაროტინს, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის, რკინისა და სხვა მიკროელემენტთა მარილებს. კამა იმდენად მდიდარია უჯრე-დისით, რომ ზოგჯერ ხატოვნად ნაწლავების ჯაგრისსაც კი უწოდებენ
• მწვანე ხახვი - თუთიის, კალცისა და ფოსფორის წყაროა. კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა გრიპისა და გაციების დროს.
• ღანძილი - სასარგებლოს საკვების მონელებისთვის, ხელს უშლის სისხლში ქოლესტერინის დაგროვებას.
• ჭარხლის ფოთოლი - შეიცავს პექტინს, კალიუმს, ფოსფორსა და მაგნიუმს. მისი ჭამა ბავშვისთვის უმადაც შეიძლება, ასევე ცომეულის გულსართადაც უგემრიელესია.
• მჟაუნა - მდიდარია ცილოვანი ნივთიერებებით, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, აუმჯობესებს თირკმელების მუშაობს. მჟავე გემო შეიძლება მოეწონოს პატარას.
• ნიახური - ასევე ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მწვანილია. უხდება სუპებს, განსაკუთრებით ხორციან კერძებს.