ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ბებიების უმეტესობის სანუკვარი ოცნებაა, აჭამონ ბავშვს ნებიმიერი ფასად. დედებიც არ ჩამორჩებიან მათ. ხშირად ეს ხდება მაშინ, როდესაც ბავშვს არ შია... უფროსები კი იგონებენ ათას ოინს. თუ ბავშვი ჯანმრთელია, მხიარული, კარგად იმატებს წონაში, მაშინ ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.
1. ვაჭამოთ ნებისმიერ ფასად
წლამდე ბავშვებისათვის და ცოტა უფროსებისთვისაც კვება არ არის პრიორიტეტი. ამ ასაკში პატარა სამყაროს შეცნობის პროცესშია და არა დანაყრებაზე ფიქრში. უფროსები კი ცდილობენ, ნებისმიერი მეთოდით მოატყუონ პატარა. ისინი ჭამის დროს იმარაგებენ გაჯეტებს, უკითხავენ ზღაპრებს, აწყობენ თოჯინების თეატრს. თუ თამაშმა არ გაჭრა, მაშინ აშინებენ სხვადასხვა პერსონაჟით, დასდევენ თეფშით მთელ სახლში. შედეგად - ბავშვი ნაჭამია, მაგრამ ამავდროულად ირღვევა კვების კულტურა და ჯანმრთელობა. თუ კვების დროს გამუდმებით გადაუტანთ ყურადღებას სხვა რამეზე, მაშინ პატარას ორგანიზმი ვერ განეწყობა საკვების მისაღებად. ბავშვი ვერ შეიგრძნობს საკვების გემოს, რაც ართულებს საკვების შეთვისებასა და გადამუშავებას. თუ ბავშვი გამუდმებით ასე იკვებება, მომავალში მას ექნება პრობლემები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ.
სწორი გადამუშავებისათვის საჭიროა მადა, მაშინ ორგანიზმი იქნება მზადყოფნაში. თუ ბავშვი აქტიური და ჯანმრთელია, მაგრამ არ უნდა ჭამა, ე.ი. მას ჯერ არ შია. როდესაც ორგანიზმი მოითხოვს, მაშინ თვითონ მოგთხოვთ საკვებს. თუ ბავშვი არ ჭამს, არის ფერმკრთალი და უხასიათოდ, - ასეთ შემთხვევაში ახალი თამაში კი არ მოიგონოთ, არამედ მიმართეთ ექიმს.
2. ბოლო ნამცეცამდე
ხშირად მაშობლები ითხოვენ ბავშვისაგან, რომ მან ბოლომდე დაამთავროს საკვები. ისინი ხელმძღვანელობენ მეზობლის ან ბაღის მშობლის რეკომენდაციით, თუ რამდენი უნდა შეჭამოს ბავშვმა, რაც პირიქით უქვეითებს მადას. ასეთ ქმედებას მივყავართ იქამდე, რომ ბავშვი ჭამს არა იმიტომ, რომ შია, არამედ იმიტომ, რომ დედას უნდა. თუ ბავშვი გამუდმებით ტოვებს თეფშზე საჭმელს, მაშინ მიეცით ერთი ულუფით ნაკლები. თუ იპოვით ოქროს შუალედს, შეგიძლიათ გაზარდოთ საკვების რაოდენობა.
3. მრავალფეროვანი საკვები
თუ თქვენი პატარა არ ჭამს მანის ფაფას, მაშინ დედა უმზადებს მაკარონს ან წიწიბურას. არ ღირს ამის გაკეთება. თუ ბავშვმა უარი თქვა შეთავაზებულ საკვებზე - ეს ნიშნავს იმას, რომ მას ჯერ არ შია. უბრალოდ დაელოდეთ, როდის მოშივდება.
4. სტუმრად კვების კულტურა
ხშირად უფროსები არ აქცევენ ყურადღებას, როგორ იქცევა სახლში მათი პატარა კვების დროს. როდესაც ბავშვთან ერთად მოგიწევთ სტუმრად წასვლა, ეჩხუბებით იმ ქცევისათვის, რომელიც სახლში ითვლება ნორმად. ბავშვი ვერ ხვდება, რა შეიძლება და რა არა. თუ გინდათ, რომ ბავშვმა სტუმრად არ შეგარცხვინოთ და სანიმუშოდ მოიქცეს, პირველ რიგში ასწავლეთ სახლში მაგიდასთან ქცევის კულტურა და მიეცით მას სწორი მაგალითი.