ყურადღება გაამახვილეთ 7 პროდუქტზე, რომლებიც დაგეხმარებათ, „მოატყუოთ“ თქვენი კუჭი
1. ხორცი
მოხარშული ხორცი ან კერძი, რომელიც ნაკლებცხიმიანი, არაშემწვარი ხორცისგან არის მომზადებული, იდეალურად ანაყრებს. სადილიდან ვახშმამდე წახემსების სურვილი აღარ გაგიჩნდებათ.
2. სუპი
თუ ჩვევად გაიხდით სადილზე დაბალკალორიული სუპის მირთმევას, საერთო მოთხოვნილების კალორია 20%-ით დაიკლებს.
3. შავი შოკოლადი
თუ ტკბილისაკენ გაგიწევთ გული, მიირთვით შავი, მწარე შოკოლადის ნატეხი. ის თრგუნავს მადას და სიტკბოს მოთხოვნილებასაც აკმაყოფილებს.
4. კვერცხი
თუ საუზმეზე მიირთმევთ კვერცხს , სადილამდე შიმშილი აღარ შეგაწუხებთ. დამტკიცებულია: ვინც საუზმეზე მეტ ცილას იღებს, ნაკლებ კალორიას მოიხმარს დღის განმავლობაში.
5. წყალი
სითხის დეფიციტმა ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს შიმშილი. ამიტომ ეცადეთ, დღის განმავლობაში მიიღოთ 8 ჭიქა წყალი. თუ შიმშილმა შეგაწუხათ, დალიეთ 1 ჭიქა წყალი და დაელოდეთ 10 წუთი. შიმშილის გრძნობა გადაიწევს რამდენიმე ხნით.
6. კაკალი
8. ავოკადო
ვახშამთან ერთად მიღებული ნახევარი ავოკადო გარანტიაა იმისა, რომ დაძინებამდე აღარ მიაკითხავთ მაცივარს.
რა თქმა უნდა, მადის დაქვეითებისათვის ასევე საჭიროა სტრესული სიტუაციებისაგან თავის არიდება (რამდენადაც შესაძლებელია), მეტი წყლის მიღება და ჯანმრთელი ცხოვრების წესი.