განსაკუთრებით მონდომებით ვაძალებთ ბავშვებს შვრიის ფაფა შეიძლება ჩვენი საყვარელი კერძი არ არის, მაგრამ მის სარგებლიანობაში ყველანი დარწმუნებულნი ვართ. ბევრს უყვარს, ვისაც არა, თავს ძალას ატანს, რომ თავის მენიუში სტაბილური ადგილი მიუჩინოს. განსაკუთრებით მონდომებით ვაძალებთ ბავშვებს, იმიტომ, რომ კუჭ-ნაწლავისთვის სასარგებლოა და შეკრულობასაც შველის.
თუმცა ყველაფერ კარგს გააჩნია უარყოფითი მხარე...
შვრიის ფაფის სისტემატური ჭამა, მითუმეტეს, დიდი რაოდენობით, მავნებელია და სახიფათოც არის ჯანმრთელობისთვის. შვრია შეიცავს ფიტინის მჟავას, რომელიც ნაწლავების მიერ კალცის შეთვისების პროცესს აფერხებს. ეს გასტროენტეროლოგებისთვისაც კარგად არის ნაცნობი. ფიტინის მჟავა კალცს გამოდევნის კიდეც ძვლებიდან. ამიტომ ექიმის კონსულტაციის გარეშე შვრიის დიეტაზე ნუ გადახვალთ, ნურც ბავშვის რაციონში მიუჩენთ სტაბილურ ადგილს.
რა თქმა უნდა, ამ მჟავის არსებობა იმას არ ნიშნავს, რომ შვრიაზე უარი უნდა თქვათ. უბრალოდ, როგორც ყველგან, აქაც ზომიერებაა საჭირო. დაიცავით ნორმა (კვირაში 2-3-ჯერ) და მისი გვერდითი ეფექტებისგან თავისუფალი იქნებით.
ზემოხსენებული რჩევა რაიმე ახალ აღმოჩენას არ ემყარება. ამ მჟავის არსებობა ისედაც ცნობილია მედიცინაში, უბრალოდ, ხშირად ავიწყდებათ ის და ფიქრობენ, რომ შვრიის ფაფას რაც მეტს შევჭამთ, მით უკეთესი ჩვენთვის. ასეთი მიდგომა პრაქტიკულად არცერთი სასარგებლო პროდუქტის მიმართ გამართლებული არ არის. ზომიერება ჯანსაღი კვების მთავარი ნიშანია.