კიტრის მწნილი - გამოდის ყველაზე ხრაშუნა
კიტრის მწნილი - გამოდის ყველაზე ხრაშუნა
ასეთი წესით მომზადებულ მწნილს სტერილიზაცია არ სჭირდება და ჩვეულებრივ ინახება ზამთრისთვის. ჩვენ წარმოგიდგენთ პროპორციებს ლიტრიანი ქილისთვის. საჭიროების შემთხვევაში პროპორციებს შეცვლით ქილის ტევადობისა და გემოვნების შესაბამისად. მაგალითად სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მწვანილები, ნიორი ან წიწაკა გამოიყენოთ მეტი ან ნაკლები. კიტრთან ერთად ჩადოთ პომიდორიც, დაუმატოთ სტაფილო ან ბულგარული წიწაკა. რაც შეეხება მარილს და ლიმონმჟავას, მის რაოდენობას ზრდით ჭურჭლის მოცულობის შესაბამისად - ორლიტრიან ქილაზე 2 ს/კ მარილი და 1/2 ჩ/კ ლიმონმჟავა, სამლიტრიან ქილაზე 3 ს/კ მარილი და 1 ჩ/კ ლიმონმჟავა და ასე შემდეგ. გაითვალისწინეთ,
რომ ამ რეცეპტის მიხედვით ცალკე მარილწყალი არ მზადდება, მარილს და ლიმონმჟავას მდუღარე წყლის მეორედ დასხმამდე ათავსებთ პირდაპირ ქილაში და შემდეგ ასხამთ წყალს.

მასალა ლიტრიანი ქილისთვის
კიტრი
კამა (აყვავებული) - 3-4 ღერი
ნიახური - 5-6 ღერი
ოხრახუში -5-6 ღერი
ტარხუნა - 2-3 ღერი
ხახვი - 2-3 ნაჭერი ნახევარრგოლებად დაჭრილი
ნიორი - 5-6 კბილი
დაფნის ფოთოლი - 1-2 ცალი
ალუბლის ფოთლები - 4-5 ცალი
წიწაკა გემოვნებით
ლიმონის მჟავა - 1/3 ჩ/კ
მარილი - 1 ს/კ (თავმოუბმელი)
შაქარი - 1 ჩ/კ

მომზადება
ტეგები: მწნილი
23665
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
მარი
4
აქაც ბევრს წვალობთ, ჩემი ხრაშუნა კიტრი უფრო მარტივია და უგემრიელესი... კიტრს ვრეცხავ და ვაჭრი პატარაზე თავს და ბოლოს, ვდებ ქილაში, ზემოდან ვადებ ოხრახუშს, ნორს, დაფნის ფოთოლსა და წიწაკას... 3 ლიტრიანზე დაახლოებით 3-3 ცალი წიწაკა და დაფნა, ნიორი გემოვნებით, მე ბევრს ვუშვები, თუმცა 5-6 საკმარისია, მარილი 3 კოვზი და 2 კოვზი ძმარი... ამის შემდეგ ვასხავ მდუღარე წყალს... 3-5 დღეში უკვე მზადაა-ხოლმე და სეზონიდან სეზონამდეც იდეალურად ინახავს თავს...
20:27 / 07-08-2015
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი