სიცხეში საშიში ხდება სასარგებლო პროდუქტებიც, რომელთა ჭამას ვაძალებთ ბავშვებს მედიკოსებისთვის ზაფხული ზღვასა და მზესთან კი არა, ნაწლავურ ჩხირებთან და საკვებით მოწამვლასთან ასოცირდება. ვერც გაამტყუნებთ. ამ სეზონზე საშიში ხდება სარგებლო პროდუქტიც კი, რომელთა ჭამას დაჟინებით ვაძალებთ ბავშვებს. გასტროენტეროლოგებმა იმ სასარგებლო პროდუქტების სია შეადგინეს, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევენ მოწამვლას. ძალიან ცხელ დღეებში ჯობია ერიდოთ მათ, მიუხედავად იმისა, რომ სასარგებლო თვისებებით გამოირჩევიან.
1. რძემჟავა პროდუქტები
იოგურტები და კეფირები ყოველთვის მკაცრად კონტროლირებად პირობებში არ ინახება. მათი შენახვის ნორმები ხშირად ირღვევა, არადა ტემპერატურული რეჟიმის ოდნავი ცვლილებაც კი სასარგებლო საკვებს მავნე მიკრობების ბუდედ აქცევს.
2. სალათის ფურცელი
ეს პროდუქტი თერმულ დამუშავებას არასოდეს გადის, მის ფოთლებზე კი ნაწლავური ჩხირები ხშირად მრავლდებიან. მით უმეტეს, ძალიან ცხელ დღეებში ეს პროცესი უფრო საშიში ხდება.
3. ჟოლო
ეს კენკრა ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ასევე ძალიან მალე ფუჭდება და მასში ბაქტერიები მრავლებიან. ძლიერ სიცხეში პატარებს ნუ აჭმევთ, თუ ახალი დაკრეფილი არ არის.
4. ზღვის პროდუქტები
ეს პროდუქტებიც ძალიან მალე ფუჭდება, ამიტომ მასთანაც სიფრთხილე გმართებთ. თევზეული "პლაჟის" მენიუში კი საერთოდ უნდა დაივიწყოთ.
5. კვერცხი
ცხელი ამინდი სალმონელას გავრცელებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია. ამიტომ კვერცხი მხოლოდ იქ შეიძინეთ, სადაც იცით, რომ ხარისხი კონტროლდება. გამოყენების წინ კვერცხი კარგად გარეცხეთ, ასევე დაიბანეთ ხელები კვერცხთან შეხების შემდეგ. ამ დროს რისკის შემცველი ხდება ე.წ. სოფლის კვერცხი.
გასტროენტეროლოგები გირჩევენ, რომ 35 და უფრო მაღალი ტემპერატურის დროს უპირატესობა თერმულად დამუშავებულ პროდუქტს მიანიჭოთ და არა უმს.