რამდენი თხილი უნდა მიირთვას პატარამ და რა ასაკიდან თხილის სარგებლობის შესახებ ყველასთვის ცნობილია. თხილის გული შეიცავს 5%-მდე წყალს, 60-70% ცხიმებს, 15-16% ცილებს. მას მაღალი კვებითი ღირებულება აქვს, კალორიულობით 2-3-ჯერ აჭარბებ ხორბალს, 3-5-ჯერ ხორცს, 2-5 პროცენტ საქაროზას, B და E ჯგუფის ვიტამინებს და რკინას. თხილი იმდენად სასარგებლოა, დანაყილ თხილის გულს მცირე რაოდენობით წყალს ურევენ ხოლმე და მიიღება თხილის რძე, რომელიც ძალიან ყუათიანია და რეკომენდებულია ავადმყოფობით დასუსტებულთათვის.
გარდა თხილის გულისა, მის ფოთლებსაც იყენებენ. თხილის ფოთლების ნახარში რეკომენდებულია წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის სამკურნალოდ, ფოთლები და ქერქი ნაყენის სახით გამოიყენება. ერთ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს (ერთი დღის დოზა).
კარგია ასევე ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული თხილის დამატება სალათებში, სოუსებში, დესერტში. ეს კერძის კვებით ღირებულებას საგრძნობლად გაზრდის.
რაც შეეხება ბავშვებს, თხილი, კაკალი, ნუში ბავშვისთვის ძალიან სასარგებლოა. მას ბევრი საჭირო ვიტამინით ამარაგებს და განსაკუთრებით ტვინს კვებავს საუკეთესოდ. თუმცა დიეტოლოგები გვირჩევენ, თხილსა და კაკალს მეტისმეტად არ მივეძალოთ, რადგან მათი უჯრედისი ძნელი ასათვისებელია. განსაკუთრებით, ბავშვებისთვის - მის გადამუშავებას ძალიან ბევრი ენერგია სჭირდება. ამიტომ გვირჩევენ, 3-4 წლამდე თხილთან ფრთხილად ვიყოთ. თუ მაინც გასინჯა ბავშვმა და მოეწონა, ნუ წაართმევთ, მაგრამ ეცადეთ, არ გადაამეტოს და არც ყოველდღე მიიღოს ამ ასაკში. გარდა იმისა, რომ მონელება უჭირთ პატარებს, ასევე შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია ან ყელი გაუღიზიანოს.
რაც შეეხება 3-4 წლის შემდეგ, თუ ბავშვს ალერგია არ აქვს თხილზე, თავისუფლად მიეცით, ოღონდ დოზირებულად. დღეში დაახლოებით 50 გრამი თხილი ან კაკალი საკმარისია. თან გააფრთხილეთ, რომ კარგად დაღეჭონ.