რამდენი შაქარი უნდა მიიღოს ადამიანმა დღეში? ეს ფოტო ამ დღეებში განსაკუთრებულად პოპულარული გახდა. ერთ-ერთმა ამერიკულმა გამოცემამ კიდევ ერთხელ გაასაჯაროვა ეს ინფორმაცია და გამოვიდა ინიციატივით, მსგავსი "დაფები" ყველა სკოლაში დაკიდონ, რათა მოზარდებისთვის განსაკუთრებით თვალსაჩინო და სამაგალითო იყოს, როგორ ვნებენ ორგანიზმს ტკბილი და გაზიანი სასმელებით.
არც ისე დიდი ხნის წინ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ გადახედა დღეში ტკბილეულის ნორმებს. და ორჯერ შეამცირა! სულ უფრო ხშირად გვირჩევენ ექიმები, რაც შეიძლება ნაკლები ტკბილი მივიღოთ, თუმცა სულ უფრო მეტად ივსება დახლები მაცდუნებელი გაზიანი, ტკბილი სასმელებით თუ საჭმელებით, რომლებიც მასობრივი განადგურების იარაღად იქცა...
ახალი ნორმის მიხედვით, დღეში დაახლოებით 25 გრამი შაქრის მიღება შეიძლება - ანუ დაახლოებით 6 ჩაის კოვზის. ოღონდ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს დოზა მარტო უშუალოდ შაქარს კი არ ეხება, არამედ იმ პროდუქტებს, სასმელებსა და ტკბილეულს, რასაც ვიღებთ და რაც შაქრით არის გატენილი.
რბილად რომ ვთქვათ, პატარა ქილა კოკა-კოლის დალევით, რომელშიც 39 გრამი შაქარია, შაქრის თითქმის ორდღიან დოზას ვიღებთ. ასევე საკმაოდ მავნებელია ხილის წვენები, რომლებიც არანაკლებ შაქარს შეიცავენ.
კარგად დააკვირდით ამ ფოტოებს, რომლებიც თვალსაჩინოდ გადმოსცემს, თუ რა ოდენობის შაქარს ვიღებთ სინამდვილეში, ამ სიის თუნდაც ერთი რომელიმე წევრის არჩევით. და მერე კიდევ ერთხელ დაფიქრდით, ეს "ხანმოკლე სიამოვნება" ჯობს თუ ჯანმრთელი ორგანიზმი?