როგორ შევარჩიოთ სწორად ზეითუნის ზეთი?
როგორ შევარჩიოთ სწორად ზეითუნის ზეთი?
1. პირველი, რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ, არის წარწერა «Extra virgin olive oil».
ეს ნიშნავს, რომ ზეთი ყველაზე სასარგებლო, პირველი ცივი დაწურვითაა მიღებული. მჟავიანობა მერყეობს 0,8-დან1,5 %-მდე. იგი დამზადებულია ახალდაკრეფილი ზეთისხილისგან, რომელიც 1 თვის განმავლობაშია მოკრეფილი.

2. მეორეა გამოშვების თარიღი (თარიღს არა მხოლოდ ზეთის, არამედ ყველა პროდუქტის ყიდვისას უნდა მიაქციოთ ყურადღება. იგივე ასწავლეთ ბავშვებსაც). ამ დროს მოქმედებს წესი: რაც უფრო ახალია ზეთი, მით მეტ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს ის.

3. საყურადღებოა წარმოების
ადგილი და ჩამოსხმის ადგილმდებარეობა. იდეალურ ვარიანტში ორივე უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. საეჭვოა იმ ზეთის შეძენა, თუ ის ჩამოსხმულია ქვეყანაში, სადაც საერთოდ არ ხარობს ზეთისხილის ხე. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ეს ზეთი ჩამოიტანეს სამშობლოდან და ჩამოასხეს სხვა ქვეყანაში.

4. როგორ ფიქრობთ, რა ფერის უნდა იყოს ბოთლი? მართალია, მუქი. ბოთლის შუშა უნდა იყოს მუქი. ზეთი, რომელიც გამჭვირვალე ბოთლშია ჩამოსხმული, სჯობს საერთოდ არ შეიძინოთ, რადგან შუქის ზემოქმედებით იშლება მასში არსებული სასარგებლო ნივთიერებები.

5. შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას.
სპეციალისტები ზეთის მაცივარში შენახვას არ გვირჩევენ, რადგან ბოთლის ფსკერზე ნალექი წარმოიქმნება. ეს არ არის საგანგაშო. ხარისხიანი ზეთი ოთახის ტემპერატურაზე ისევ გამჭვირვალე ხდება და არ კარგავს საგემოვნო და სასარგებლო თვისებებს.

6. ზეითუნის ზეთი შეიძლება ამჟავდეს. ამიტომ უზრუნველყავით მინიმალური კონტაქტი ჰაერთან. ხმარების შემდეგ სწრაფად დააფარეთ ბოთლს თავსახური.

7. შესაწვავად შეიძინეთ რაფინირებული ზეთი. ზეითუნის ზეთი ყველაზე სასარგებლოა ამ შემთხვევაში. გაცხელებისას იგი არ გამოყოფს ჯანმრთელობისათვის მავნე კანცეროგენებს.
6243
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი