ფაქტია, რომ მის გარეშე ხალხს მაინც უჭირს "გაძლება" სწორი კვების მომხრეებს ძეხვეული მავნე საკვების "შავ სიაში" ჰყავთ შეყვანილი. ამ პროდუქტის სასარგებლო თვისებებზე საუბარს ნამდვილად არ ვაპირებთ, თუმცა ფაქტია, რომ მის გარეშე ხალხს მაინც უჭირს "გაძლება". ვინაიდან ძეხვეული ჩვენს სამზარეულოში პოზიციებს არ თმობს, ვფიქრობთ საინტერესო იქნება კვლევის შედეგები, რომელიც საქართველოში წარმოებულ ძეხვეულის შემოწმების შემდეგ გამოქვეყნდა. გთავაზობთ ინფორმაციას, რომელსაც სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ავრცელებს.
"მომხმარებელთა თხოვნისა თუ საჩივრების საფუძველზე ძეხვეულის არაერთი შემოწმება ჩავატარეთ სხვადასხვა პარამეტრებზე, თუმცა ეს პროდუქტები ისევ რჩება მომხმარებელთა დიდი ინტერესის საგანი. ამიტომ გადავწყვიტეთ მათი შემოწმება გმო შემცველობაზე. როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მეწარმე ვალდებულია თავის პროდუქიაზე (ან ინგრედიენტის დასახელებასთან) მიუთითოს "გმ" თუ ამ პროდუქტში (ან ინგრედიენტში) გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობა 0,9%-ზე მეტია.
2015 წლის 30 ივნისის ბოლოს - ივლისის დასაწყისში თბილისის სხვადასხვა მაღაზიებში შევიძინეთ საქართველოში მოქმედი საწარმოების წარმოებული რამოდენიმე სახეობის ე.წ. მოხარშული ძეხვები და სოსისი. კერძოდ, 30 ივნისს ლაბორატორიაში ჩავაბარეთ : შპს "ნიკორა"-ს წარმოების საექიმო მოხარშული ძეხვი და სოსისი რძიანი; შპს "მარშეს" მოხარშული ძეხვი საექიმო და სოსისი სასკოლო; შპს "ლიდერ ფუდი"-ს მოხარშული ძეხვი საექიმო და სოსისი მოხარშული შებოლილი რძიანი, ასევე შპს "მითანას" წარმოების სოსისი რძიანი. ხოლო 2015 წლის 02 ივლისს ლაბორატორიას ჩაბარდა: შპს "კორიდა"-ს მოხარშული ძეხვი საექიმო და სოსისი რძიანი და შპს "მითანა"-ს ავსტრიული მჭლე, მოხარშული ძეხვი. ლაბორატორიიდან მიღებებული პასუხის მიხედვით გმ ორგანიზმების შემცველობა არცერთ პროდუქტში არ გამოვლინდა" - წერია ცენტრის ვებგვერდზე.
ლაბორატორიის შედეგების ეჭვქვეშ დაყენება რთულია, თუმცა ცნობილია, რომ ყველა ძეხვეულში შედის სოიო, რომელიც გენმოდიფიცირებულია... ალბათ დამატებითი განმარტებებიც არ იქნებოდა ურიგო.
წყარო