დარწმუნებული ხართ, რომ მართლაც კარგად იცით, რა არის თქვენი ორგანიზმისთვის მართლაც საშიში? დღეს ძალიან მოდური გახდა ჯანმრთელ კვებაზე საუბარი, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ მართლაც კარგად იცით, რა არის თქვენი ორგანიზმისთვის მართლაც საშიში?
შესაძლოა, მართლაც იცოდეთ, რომელი საკვები არ შეიძლება მიიღოთ, მაგრამ ის თუ იცით, რა პროდუქტი რასთან ერთად არის ნამდვილი გამოცდა თქვენი ორგანიზმისთვის?
1. ხილი ძირითად საკვებთან ერთად ან ჭამის შემდეგ
ხილს კუჭი ძალიან სწრაფად გადაამუშავებს და ის მაშინვე ნაწლავებში ხვდება, მაგრამ როცა ის ცომეულთან, ხორცთან ან ფაფებთან ერთად ხვდება კუჭში, საჭმლის გადამამუშავებელ ტრაქტში დიდხანს რჩება, ვიდრე საჭიროა და იწყებს ლპობას. ეს აზიანებს კუჭის კედლებს და შესაძლოა, სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.
2. ცხოველური ცილა და სახამებელი
ცხოველური ცილა და ნახშირწყლები ერთად ვერ თავსდებიან. იმან, რომ სხვადასხვა წარმოშობის ცხიმები ერთმანეთთან ხვდება, შესაძლოა, გამოიწვიოს დისკომფორტი და ნაწლავებში გაზების დიდი რაოდენობით დაგროვება. გაიხსენეთ ამის შესახებ, როცა მოგინდებათ შემწვარი ქათმისა და კარტოფილის ერთად მირთმევა.
3. ციტრუსი და ხველების წამალი
ხველების წამალს იღებთ? მაშინ, სამწუხაროდ, ცოტა ხნით მოგიწევთ უარი თქვათ ციტრუსებზე, რადგან შესაძლოა, ამ ორი ინგრედიენტის ერთად მიღებამ გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს, მათ შორის, ჰალუცინაციები და უძილობა.
4. ტომატი და კარტოფილი
ტომატი – მჟავე ნაყოფია, რომლის ნახშირწყლებთან შეთავსებამ, შესაძლოა, უსიამოვნო შედეგები გამოიწვიოს. სახამებლის შემცველ პროდუქტებს, ისეთებს, როგორებიც არის ბრინჯი და კარტოფილი, პლუს პომიდორი – მოუნელებლობას და მუცელში სიმძიმის შეგრძნებას იწვევს.
5. ხილი და იოგურტი
წვნიანი ხილისა და რძის პროდუქტების ერთად მიღებამ, შესაძლოა, უსიამოვნო შედეგებამდე მიგვიყვანოს. ასეთი საკვები გადატვირთავს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს და ალერგიის სიმპტომების გაჩენას გამოიწვევს. თუკი რამდენიმე სახეობის ხილსა და იოგურტს აურევთ ერთმანეთში, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ამ სიმპტომს. ამიტომაც არჩევანი გააკეთეთ ნატურალურ იოგურტზე, დანამატების გარეშე.
გაგრძელება