"ნიკორას" რძიან სოსისში და მოხარშულ ძეხვში "საექიმო" სოიოს ცილა არ აღმოჩნდა - საჭირო ინფორმაცია მშობლებისთვის ინფორმაცია, რომელიც momxmarebeli.ge-მ გაავრცელა, ქართული წარმოების ძეხვეულში სოიოს ცილის აღმოჩენის შესახებ, განსაკუთრებით მშობლებისთვის არის საინტერესო. სოიოს სარგებლობასა თუ მავნებლობაზე ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად ჩინეთსა და იაპონიაში ისტორიულად ბევრ სოიოს იყენებენ, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში კი დაშვებულია სოიოს ცილის გამოყენება ხორცპროდუქტებში და ძეხვეულში, ოღონდაც შეზღუდულად, და ეს აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ეტიკეტზე.
თავად სოიოს ცილის მავნებლობაზე ცალსახად საუბარი ძნელია, მით უმეტეს, თუ ის არ არის გენმოდიფიცირებული. თუმცა სოიოს სოიოს ცილა ალერგიის გამომწვევი ნივთიერებაა, განსაკუთრებით ბავშვებში. მისი მითითება ეტიკეტზე სავალდებულოა პროდუქტში ძალზე მცირე ოდენობით დამატების შემთხვევაშიც კი. თუ ბავშვს ან უფროსს სოიოს ცილაზე ალერგია აქვს და იყიდის ძეხვს ან სოსისს, რომელშიც ეს ცილა არის, თუმცა ეტიკეტზე ეს არ წერია, მას შეიძლება ალერგია განუვითარდეს.
momxmarebeli.ge-ს ინფორმაციით, 2015 წლის ივლისის ბოლოს რამდენიმე სახეობის მოხარშული ძეხვი და სოსისი სოიოს შემცველობაზე შეამოწმა. კერძოდ, შემოწმებას დაექვემდებარა შპს "ნიკორა"-ს წარმოების საექიმო მოხარშული ძეხვი და სოსისი რძიანი; შპს "მარშეს" მოხარშული ძეხვი საექიმო და სოსისი სასკოლო; შპს "ლიდერ-ფუდი"-ს მოხარშული ძეხვი საექიმო და სოსისი მოხარშული შებოლილი რძიანი, შპს "მითანას" წარმოების სოსისი რძიანი 4 შპს "კორიდა"-ს მოხარშული ძეხვი საექიმო და სოსისი რძიანი და შპს "მითანა"-ს ავსტრიული მჭლე, მოხარშული ძეხვი.
პროდუქტებს მიენიჭა პირობითი ნომრები და გაიგზავნა ლიტვაში ანალიზისათვის.
"რიგ პროდუქტებს სოიოს შემცველობა ეტიკეტზე ან მაღაზიის დახლზე ჰქონდა მითითებული. დანარჩენებს ჩავუტარეთ სკრინინგი (საცდელი შემოწმება) აკრედიტაციის არმქონე ქართულ ლაბორატორიაში, რომელმაც აჩვენა, რომ სავარაუდოდ ყველა პროდუქტი სოიოს შეიცავდა", - ნათქვამია momxmarebeli.ge-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემოწმების მიზნით, მიმდინარე წლის 8 აგვისტოს ლიტვაში, აკრედიტირებულ ლაბორატორიაში შემოწმების მიზნით გაიგზავნა შპს "ნიკორა"-ს წარმოების საექიმო მოხარშული ძეხვი და სოსისი რძიანი; შპს "მარშეს" მოხარშული ძეხვი საექიმო, სოსისი რძიანი და სოსისი სასკოლო; შპს "ლიდერ-ფუდი"-ს მოხარშული ძეხვი საექიმო და სოსისი მოხარშული შებოლილი რძიანი.
ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით #1,#2,#3,#4 და #5 აღმოჩნდა სოიოს შემცველობა.
ცხრილში შეჯამებულია ინფორმაცია ჩვენს მიერ შემოწმებულ ძეხვეულში სოიოს შემცველობისა და ამ ინფორმაციის ეტიკეტზე მითითების თაობაზე.
ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, სოიოს ცილა აღმოჩნდა"ლიდერფუდის" მოხარშულ ძეხვში "საექიმო", "ლიდერფუდის" - სოსისი მოხარშულ-შებოლილი "რძიანში" ისე, რომ ეტიკეტზე სოიო შემადგენლობაში მითითებული არ არის.
ასევე სოიოს ცილა აღმოჩნდა "მარშეს" სოსის "რძიანში" და სოსის "სასკოლოში" ისე, რომ სოიო შემადგენლობაში მითითებული არ იყო.
momxmarebeli.ge-ს შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ "ნიკორას" რძიან სოსისში და მოხარშულ ძეხვში "საექიმო" სოიოს ცილა არ აღმოჩნდა. ამასთან, ეტიკეტზე სოიო შემადგენლობაში მითითებული არ არის.
პროდუქტის დასახელება ფოტო მითითება ეტიკეტზე სოიოს შემცველობაზე ლაბორატორიული შემოწმების შედეგი "კორიდას" სოსისი "რძიანი" მაღაზია "ზღაპრის" დახლზე
განთავსებული იყო ინფორმაცია პროდუქტის ინგრედიენტების თაობაზე, სადაც მითითებული იყო "სოიოს ცილა" ლაბორატორიულად არ შემოწმებულა "კორიდას" მოხარშული
ძეხვი "საექიმო" პროდუქტის ეტიკეტზე, შემადგენლობაში, მითითებულია "სოიოს ცილა":
ლაბორატორიულად არ შემოწმებულა "მითანას" სოსისი "რძიანი" პროდუქტის ეტიკეტზე, შემადგენლობაში, მითითებულია "სოიოს ცილა":
ლაბორატორიულად არ შემოწმებულა "მითანას" მოხარშული
ძეხვი "ავტრიული მჭლე" პროდუქტის ეტიკეტზე, შემადგენლობაში, მითითებულია "სოიოს ცილა":
ლაბორატორიულად არ შემოწმებულა "მარშეს" სოსისი "სასკოლო" სოიო შემადგენლობაში მითითებული არ არის:
აღმოჩნდა სოიოს ცილა: იხ. ლაბორატორიული დასკვნა, სინჯი #1 "მარშეს" სოსისი "რძიანი" სოიო შემადგენლობაში მითითებული არ არის:
აღმოჩნდა სოიოს ცილა: იხ. ლაბორატორიული დასკვნა, სინჯი #2 "მარშეს" მოხარშული
ძეხვი საექიმო სოიო შემადგენლობაში
მითითებული არ არის:
აღმოჩნდა სოიოს ცილა: იხ. ლაბორატორიული დასკვნა, სინჯი #3 "ლიდერფუდის" სოსისი მოხარშულ-შებოლილი "რძიანი"
სოიო შემადგენლობაში მითითებული არ არის: აღმოჩნდა სოიოს ცილა: იხ. ლაბორატორიული დასკვნა, სინჯი #4 "ლიდერფუდის" მოხარშული ძეხვი "საექიმო"
სოიო შემადგენლობაში მითითებული არ არის: აღმოჩნდა სოიოს ცილა. იხ. ლაბორატორიული დასკვნა, სინჯი # 5 "ნიკორას" მოხარშული ძეხვი "საექიმო"
სოიო შემადგენლობაში მითითებული არ არის:
სოიოს ცილა არ აღმოჩნდა. იხ. ლაბორატორიული დასკვნა, სინჯი #6. "ნიკორას" სოსისი "რძიანი
სოიო შემადგენლობაში მითითებული არ არის: სოიოს ცილა არ აღმოჩნდა. იხ. ლაბორატორიული დასკვნა, სინჯი #7