აი, რა შეგიძლიათ აჭამოთ მოსწავლეს საუზმეზე - სასარგებლოა და შიმშილი დიდხანს არ შეაწუხებს
აი, რა შეგიძლიათ აჭამოთ მოსწავლეს საუზმეზე - სასარგებლოა და შიმშილი დიდხანს არ შეაწუხებს
მოსწავლისთვის საუზმე აუცილებელია. ამას მტკიცებაც არ სჭირდება, სამაგიეროდ ძალიან რთულია აჭამო ბავშვს, რომელმაც ახლახან გაიღვიძა და ფაცაფუცით გარბის სახლიდან. ამიტომ მოსწავლის საუზმე გარდა სასარგებლოსი, სწრაფად მოსამზადებელიც უნდა იყოს. ამასთან, მობილიზებული უნდა იყოთ, რომ ბავშვს საუზმე დროულად დაახვედროთ...
დიეტოლოგების აზრით, მოსწავლის საუზმ-სთვის საუკეთესოა კალცისა და ცილის შემცველი პროდუქტები. მაგალითად რძის ნაწარმი (ყველი, ხაჭო, არაჟანი) და ბურღულეული (ბრინჯის რძიანი ფაფა, წიწიბურა მაწვნით, მოხარშული კვერცხი და ა. შ). ასეთი საკვები დიდი ხნით ანაყრებს ადამიანს. ბავშვსაც შიმშილი მალე არ შეაწუხებს და ყურადღებას არ გაუფანტავს.
გთავაზობთ რამდენიმე "გამოსავალს"

სუპერყიყლიყო
დაჭრილ პურის ნაჭრებს გული უნდა ამოაცალოთ, დაფშვნათ ჯამში, მოასხათ კვერცხი, დაუმატოთ ხაჭო, ცოტა მარილი და აურიოთ კარგად.
mshoblebi

შემდეგ ზეთ- ან კარაქწასმულ ტაფაზე მოათავსეთ გულამოცლილი პურის კანები და შუაში ჩაასხით მომზადებული ნარევი.
შეწვით ორივე მხრიდან. ყიყლიყოსავით გამოდის, ოღონდ უფრო სასარგებლო და გემრიელია. რასაკვირველია, ყიყლიყოც კარგი ვარიანტია ამ დროს.

mshoblebi

ხაჭოს ნამცხვარი
თქვენი პატარა ამ საუზმისგან კალცს, ვიტამინებსა და ამინომჟავებს მიიღებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი დღისთვის ენერგიის მარაგი ექნება.
დაგჭირდებათ:
ხაჭო 200 გრ.
იოგურტი ან არაჟანი 2 ს.კ.
მანის ფხვნილი1,5 ჭიქა
შაქარი 1 ს.კ.
მწიკვი მარილი

მომზადება: ხაჭო საცერში გაატარეთ. შეურიეთ იოგურტი. დაამატეთ მანი, შაქარი და მარილი. დადგით 10-15 წუთით. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე
გახურებულ ღუმელში 40-45 წუთით.

ბუტერბროდები
მაგრამ უბრალოდ ბუტერბროდები არა, რა თქმა უნდა. უმჯობესია ბუტერბროდისთვის სრულმარცვლოვანი ფქვილისგან გამომცხვარი პური გამოიყენოთ, ქორფა, ხრაშუნა სალათის ფოთლებით, ქათმის ხორცით, სხვადასხვა ბოსტნეულით, ყველით, ხაჭოთი და ა.შ. ასეთი საუზმე სასარგებლოსთან ერთად კარგადაც ანაყრებს და ენერგია სადილამდე ნამდვილად გაგყვებათ.

ხაჭოს "ზარმაცი ვარენიკები"
საკმაოდ ადვილი მოსამზადებელია და იმავდროულად, გემრიელი და სასარგებლოც. სწრაფადაც მზადდება.
mshoblebi
საჭირო მასალა:
500 გრამი ხაჭო
1 ცალი კვერცხი
2 სუფრის კოვზი შაქარი
1 ჭიქა ფქვილი
30 გრ კარაქი
მარილი გემოვნებით

მომზადება:
ფქვილის გარდა ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ფქვილი და ცომი მოზილეთ.
ცომი ძეხვის სისქის რულეტივით გააგორეთ და პატარ-პატარა ნაჭრებად დაჭერით.
ცეცხლზე შემოდგით წყლიანი ქვაბი, რომ წამოდუღდება, დაუმატეთ მარილი და ადუღებულ წყალში ჩაყარეთ მომზადებული ნაჭრები. როცა წყალზე დაიწყებენ ტივტივს, კიდევ 40 წამი ადუღეთ და ამოიღეთ.
გემრიელია არაჟნით, ჯემით, კენკრით და ხილით, ან სულაც – კარაქთან ერთად.

გოგრის ფაფა
დაგჭირდებათ:
გოგრა - 0,5 კგ.
რძე - 2 ჭიქა
წყალი
კარაქი - 50გრ.
შაქარი, მარილი ბრინჯი - 100გრ.

გოგრა გარეცხეთ, მოაჭერით თავი, გაათავისუფლეთ მარცვლებისაგან, მოაჭერით კანი და დაჭერით კუბებად.კუბები ჩააწყვეთ ქვაბში და დაასხით წყალი. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ არ მოიხარშება (დაახლოებით 15 წთ). შემდეგ გადაასხით წყალი. ჯობია გოგრა ღამით მოხარშოთ და დილისთვის გაამზადოთ, რომ ბევრი დრო არ დაკარგოთ დილას.
მოხარშეთ ბრინჯი. მოხარშულს დაამატეთ ცხელი რძე, გოგრა, მარილი და შაქარი გემოვნებით. ეს ყველაფერი აურიეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე და ცოტა ხნით დატოვეთ დაბალ ცეცხლზე. დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ მანამ, სანამ სასურველ სისქეს არ მიიღებს. დაახლოებით 15 წუთში ფაფა მზადაა.
ტეგები: საუზმე
24914
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი