შემოდგომის სასარგებლო მცენარეებს შორის მოცვი უდაოდ ლიდერია შემოდგომის სასარგებლო მცენარეებს შორის მოცვი უდაოდ ლიდერია. განსაკუთრებით ფასეულია ის ბავშვიანი ოჯახებისთვის, რადგან მოცვი ვიტამინებისა და მინერალების წყაროა. მდიდარია ჩ ვიტამინით, ასევე მანგანუმითა და კალიუმით.
მოცვი შესანიშნავი ანტიოქსიდანტია. ებრძვის კანცეროეგენულ უჯრედებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ბევრი დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს.
ეს კენკრა გულ-სისხლძარღვთა დაავადების პროფილაქტიკურ საშუალებად მიიჩნევა. ხელს უშლის საშარდე ბუშტის ინფექციებს.
მოცვი ბავშვის პირის ღრუსა და კბილების სიჯანსაღის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ. ამ ნაყოფის ანტიოქსიდანტები ამცირებენ პირის ღრუში ბაქტერიების გავრცელების პროცესს.
ცოცხალი ნაყოფი აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ამახვილებს მხედველობას, აცხრობს რევმატიზმის, პოდაგრისა და სხვა პათოლოგიათა თანმხლებ ანთებით პროცესებს. მოცვის ჩაი ძალიან სასარგებლოა სურდოსა და გაციებისთვის.
როგორ უნდა გამოვიყენოთ მოცვი:
1. ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალება მისი უმად შენახვაა:
1 კილოგრამ მოცს 1,5 კილოგრამი შაქარი დააყარეთ და ხელით ასრისეთ. მოათავსეთ ემალირებულ ჭურჭელში. 3 დღის განმავლობაში უმაცივროდ ამყოფეთ, დროდადრო ხის კოვზით ურიეთ. სამი დღის შემდეგ გადაიტანეთ ქილებში და მაცივარში შეინახეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩაიში მურაბის მაგივრად ან ჯემის მსგავსად პურზე წაუსვით
2. დაბალი ჰემოგლობინის დროს რეკომენდებულია ნაყოფის ნაყენი:
აიღეთ 2 ჩაის კოვზი მშრალი ნაყოფი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათს, გადაწურეთ, გაანაწილეთ თანაბარ ულუფებად და დღეში 3-4-ჯერ მიიღეთ
3. მოცვის ფოთლების ნაყენი გაციების დროს: აიღეთ 3-4 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული მშრალი ფოთოლი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 4-5 საათს გააჩერეთ თერმოსში. მიიღეთ 1/4-1/2 ჭიქა დღეში 4-5-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
4. სტომატიტის (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების) დროს სავლებად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ნაყოფის ნაყენი, ისე ახალგამოწურული წვენი.