სამწუხაროდ, ყოველთვის არ ვიღებთ სასარგებლო საკვებს საუზმე რომ დღის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკვებია ამაზე უკვე დიდი ხანია შევთანხმდით, მაგრამ სამწუხაროდ, ყოველთვის არ ვიღებთ სასარგებლო საკვებს. მაგალითად, გამომცხვარი პროდუქტი ხშირად აპათიის მიზეზი ხდება, ციტრუსი - გასტრიტს იწვევს, ყავა რძით კი - კენჭებს თირკმელში.
საფუარი - კუჭის გაზის გამომუშავებას იწვევს, რაც დისკომფორტს უქმნის კუჭს და არასასიამოვნო შეგრძნება გეუფლებათ. ამიტომ უზმოზე, საფუარით გამომცხვარი ნებისმიერი კერძი მავნებელია.
იოგურტი - მისი სარგებლიანობა შემდეგში მდგომარეობს - მასში არსებული სასარგებლო ბაქტერიები საჭმლის მონელებაში გეხმარებათ. ხოლო თუ ეს პატარა პარაზიტები ორგანიზმში უზმოზე მოხვდება, კუჭის აგრესიული წვენი შთანთქავს, ამიტომ უზმოზე მისი მიღება უსარგებლოა. უნდა მიირთვათ მხოლოდ ჭამის შემდეგ.
ყავა - უზმოზე, კუჭში მოხვედრილი კოფეინი მის გაღიზიანებას იწვევს. პასუხად კუჭის წვენს გამოიმუშავებს და თუ სხვა საკვებს არ მიიღებთ, მწყობრიდან გამოდის და გარკვეული დროის შემდეგ გასტრიტიც ჩამოგიყალიბდებათ. ყავა აღიზიანებს ნაღვლის ბუშტსაც. განაგრძეთ კითხვა