ჯანჯაფილი, იგივე კოჭა - სასარგებლო თვისებები და უკუჩვენება - მშობლები

ჯანჯაფილი, იგივე კოჭა - სასარგებლო თვისებები და უკუჩვენება

2015-10-09 18:25:58+04:00

დღეს ის ძალიან პოპულარულია, თუმცა უნდა იცოდეთ მის სასარგებლო და მავნე თვისებებზე კოჭა, იგივე ჯანჯაფილი, ბოლო დროს საკმაოდ პოპულარულია და მას ლამის ყველანაირ კერძს უმატებენ, გასახდომად იყენებენ და სამკურნალო საშუალებებს შორისაც ასახელებენ. კოჭა მოჰყავთ იაპონიაში, ინდოეთში, ბრაზილიაში, არგენტინაში, ჩინეთსა და ვიეტნამში. მისი სამშობლი ინდოეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი აზიაა. მას საუცხოო არომატი და გემო აქვს. თუმცა გავიგოთ მის არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ მავნე თვისებებზეც.

კოჭა - სასარგებლო შემადგენლობა

კოჭა შეიცავს ბევრ ვიტამინსა და სასარგებლო ნივთიერებას. მის შემადგენლობაში შედის: მაგნიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, კალიუმი, ქრომი, რკინა, ალუმინ ნიკოტინის მჟავა, ვიტამინი С, ცხიმები, ალუმინი, და სხვ. ასევე შეიცავს ამინომჟავებს, როგორიცაა: ლეიზინი, მეთიონინი, ტრეოლინი, ფენილანილი, ბალინი და ტრიპტოფანი. ის დაბალკალორიულია: 100 გრ ფესვი შეიცავს 80 კილოკალორიას, ამიტომაც აქტიურად იყენებენ დიეტებში.

კოჭა გამოიყენება არაერთი დაავადების საპროფილაქტიკოდ. ის დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. გარდა იმისა, რომ კოჭა კერძს განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს, ადვილად შეითვისება ორგანიზმის მიერ. აქვს ნაღვლმდენი მოქმედება. ნორმაში მოჰყავს კუჭის სეკრეცია. თუ რეგულარულად მოიხმართ საკვებში კოჭას, გაგიუმჯობესდებათ მადა. იგი გამოყენება როგორც ამოსახველებელი საშუალება, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აძლიერებს იმუნიტეტს. გამოიყენება ასევე პარაზიტების სამკურნალოდ, ბრონქიალური ასთმის, ჭრილობების, თირკლმლებისა და კანის დაავადების დროს.

რეკომენდებულია მეტეორიზმის, ფაღარათის, სიყვითლის, ნაღვლის ბუშტის და ფარისებური ჯირკვლის დაავადებების დროს. განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს სისხლძარღვებზე, ამაგრებს და ასუფთავებს მის კედლებს, აუმჯობესებს მეხსიერებას, დაბლა სწევს წნევას. კარგად მოქმედებს შრომისუნარიანობაზე. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში ძალების მოზღვავებასა და სიმხნევეს შეგმატებთ. არის პროფილაქტიკური საშუალება თრომბის წარმოქმნისა და ინსულტის დროს. კოჭა ხსნის ტკივილს სახსრებში, კუნთებში, არის დამხმარე საშუალება რევმატიზმის, ართრიტისა და ართროზის მკურნალობის დროს.

განსაკუთრებით სასარგებლოა კოჭა ქალებისათვის. დადებითად მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემაზე, ეხმარება ორსულებს ტოქსიკოზის დროს: ხსნის ღებინებას, თავბრუსხვევას და სისუსტეს. სწორედ ამიტომ რეკომენდებულია არა მხოლოდ ორსული ქალებისთვის, არამედ ადამიანებისთვის, რომლებსაც აწუხებთ ე.წ. „ზღვის ავადმყოფობა“. მიჩნეულია, რომ კოჭა ეფექტურია სიმსივნის პროფილაქტიკისათვის. ის აფერხებს მის ზრდას. რეკომენდებულია კოჭას პატარა ნაჭრის ჩაღეჭვა ყოველი ჭამის შემდეგ. მისი არომატი მოქმედებს უკეთესად, ვიდრე ნებისმიერი საღეჭი რეზინა და გაგათავისუფლებთ არასასიამოვნო სუნისგან პირის ღრუში.

კოჭა ხალხური მედიცინაში

კოჭას ფხვნილს რომ შევურიოთ ცოტაოდენი რაოდენობით წყალი, მივიღებთ კომპრესს, რომელიც გამოიყენება თავის ტკივილისა და ქრონიკული რევმატიზმის დროს. იმისათვის, რომ ორსულმა ტოქსიკოზს დააღწიოს თავი, საჭიროა ½ ჩაის კოვზი კოჭას ფხვნილი შეურიოთ ერთ ჭიქა ჩაიში ან უბრალო წყალში. სასურველია მიიღოთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ასევე ეს რეცეპტი დაეხმარება მათ, ვისაც „ზღვის ავადმყოფობა" აქვს. ის საიმედო საშუალებაა ყელისა და პირის ღრუს დაავადების საპროფილაქტიკოდ. ჩაიდეთ პირში პატარა ნაჭერი და წუწნეთ მანამ, სანამ ყელი არ დაგიწყებთ წიწკვნას. კოჭას პატარა ნაჭერი ასევე დაგეხმარებათ კბილის ტკივილის დროს. ოდნავ გაღეჭეთ და დაიდეთ მტკივან კბილზე.

კარგია ასევე ლიმონთან ერთად ჩაიში ჩაგდებული, დადებითაც მოქმედებს გაციების დროს.

კოჭა - უკუჩვენება

მას შემდეგ, რაც მოხვდება ორგანიზმში, კოჭა ძალიან ძლიერად მოქმედებს კუჭისა და ნაწლავების ლორწოვან გარსზე. ამიტომ მათთვის, ვისც აწუხებს წყლული, გასტრიტი და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები, კოჭა - უკუნაჩვენებია.

ვისაც აქვს ღვიძლის პრობლემები როგორიცაა: ციროზი, ჰეპატიტი, კენჭები ნაღვლის ბუშტში - კოჭას გამოყენება ასევე არ არის რეკომენდებული.

კოჭამ შეიძლება გააძლიეროს სისხლდენა. ცხვირიდან სისხლდენით დაწყებული - სწორი ნაწლავიდან სისხლდენით დამთავრებული. ორსულებს, რომლებსაც აქვთ ტოქსიკოზი, რეკომენდებულია მხოლოდ სიმპტომების მოხსნის თვალსაზრისით მიღება.

კოჭას აქვს სითბოს გამომუშავების თვისება. უებარია გაციების დროს, ოღონდ კატეგორიულად დაუშვებელია მაღალი ტემპერატურის დროს.

სანამ გამოიყენებდეთ კოჭას, დარწმუნდით, რომ არ გაქვთ ალერგიული რეაქცია მასზე, რათა თავიდან აიცილოთ არასასურველი შედეგები.

არ არის სასურველი კოჭას მიღება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის.

ასე რომ, კოჭა არის მცენარე, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს. მაგრამ მასაც აქვს უკუჩვენება. მიიღეთ გონივრულად და ის მხოლოდ სარგებლობას მოგიტანთ.