ზედმიწევნით მისდიეთ ჩვენს რჩევებს იმისთვის, რომ ზამთარში კარტოფილი არ გაგიფუჭდეთ კარტოფილის გარეშე ჩვენი ცხოვრება თითქმის წარმოუდგენელია, მაგრამ ყოველი ჩვენგანისთვის ალბათ, ასევე ნაცნობია ის საძაგელი სუნი, რომელიც მის გაფუჭებულ ბოლქვებს ასდით. არსებობს კარტოფილის მომზადების ათასგვარი რეცეპტი, მაგრამ როგორ შევინახოთ ის სახლის პირობებში ისე, რომ არ გაფუჭდეს? - ჩვენ გასწავლით ამ ბოსტნეულის სახლში შენახვის ყველაზე სწორ მეთოდს. თუ თქვენ არ გაქვთ სარდაფი, მაშინ ზედმიწევნით მისდიეთ ჩვენს რჩევებს იმისთვის, რომ ზამთარში კარტოფილი არ გაგიფუჭდეთ.
1. სწორად შეარჩიეთ კარტოფილის ჯიში
კარტოფილის ადრეული ჯიშები კარგად არ ინახება, განსაკუთრებით სახლის პირობებში. ის მალე ფუჭდება და შესაბამისად, კარგავს თავის გემოვნურ თვისებებს. ამიტომ შესანახად აარჩიეთ კარტოფილის გვიანი (საგვიანო) ჯიშები.
2. მოამზადეთ ტომარა
ტომარა კარგად ატარებს ჰაერს და იცავს პროდუქტს ტემპერატურული ცვლილებებისგან. ამიტომ სახლში კარტოფილის შენახვა სწორედ რომ ტომარაში სჯობს. იმისთვის, რომ ტომარაში მავნე ბაქტერიები არ გამრავლდნენ, ბოლქვებს შორის შეგიძლიათ ცირცელის ან გამხმარი პიტნის ფოთლები ჩაუფინოთ. ისინი ხელს შეუშლიან ბოლქვების გაღივებასაც. განაგრძეთ კითხვა