ორგანიზმის გამწმენდი ჭარხლის სალათა
ორგანიზმის გამწმენდი ჭარხლის სალათა
ჭარხლის სასარგებლო თვისებებზე ალბათ ბევრი გსმენიათ. მისი გამწმენდი თვისებები ჯერ კიდევ ჩვენი ბებიებისთვის იყო ცნობილი, აქტუალობა კი დღემდე არ დაუკარგავს. დიეტოლოგები გირჩევენ, ხშირად ჩართოთ ჭარხალი ოჯახურ რაციონში. ეს სალათა კი ყველასთვის სასარგებლოა და განსაკუთრებით მათ მოუხდებათ, ვისაც ზედმეტი კილოგრამების პრობლემა უდგას. ეს შეიძლება უფროსიც იყოს და ბავშვიც.
დაგჭირდებათ:
3 ცალი საშუალო ზომის ჭარხალი
ყველი 100 გრამი

სოუსისთვის:
1 სუფრის კოვზი ძმარი
ნახევარი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
2 სუფრის კოვზი ზეითუნის
ზეთი
ქინძი, ოხრახუში, კამა, მარილი, პილპილი, ნიგოზი - გემოვნებით.

მომზადება:
გარეცხეთ და მოხარშეთ ჭარხალი
გაფცქვენით და დაჭერით კუბებად.
ყველი ამავე ზომის კუბებად დაჭერით
მოასხთთ სოუსი, მოაყარეთ მწვანილი, მარილი და პილპილი. სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ გატარებული ნიგოზი
2413
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```