უკვე ოფიციალურად - სოსისი და ძეხვეული სიმსივნეს იწვევს!
უკვე ოფიციალურად - სოსისი და ძეხვეული სიმსივნეს იწვევს!
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ გადამუშავებული ხორცის სისტემატური მოხმარება კიბოთი დაავადების მიზეზი ხდება. გადამუშავებაში იგულისხმება ყველანაირი ტექნოლოგიური პროცესი, რომელსაც ხორც-პროდუქტები და მათ შორის ნახევარფაბრიკატები დახლზე გამოჩენამდე გადიან. ასე რომ, სოსისი, ძეხვეული, შებოლილი, დაკონსერვებული, ცხიმში შემწვარი თუ მარილში "გამოყვანილი" ხორცი უკვე ოფიციალურად აღიარეს საშიშ პროდუქტებად.
ძეხვეული მომხმარებელთა შორის დიდი ნდობით არც არასდროს გამოირჩეოდა და არაერთხელ გაჟღერებულა სხვადასხვა მკვლევართა ჯგუფების დასკვნა, რომ ასეთი ხორცი საშიშია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მაშ რა არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალ განცხადებაში? ის, რომ აქამდე
გაჟღერებული დასკვნები მიღებულია მტკიცებულებად და ეს საკითხი მეცნიერული კამათის საგანი აღარ არის - ამ პროდუქტის მავნებლობაზე მთელი მსოფლიო შეთანხმდა.

მაგრამ საქმე ისაა, რა ცვლილებებს გამოიწვევს ეს ინფორმაცია მსოფლიო მოსახლეობაში. ერთ მშვენიერ დღეს დედამიწის მოსახლეობა ვერ ამოიღებს რაციონიდან პროდუქტებს, რომლებსაც მთელი სიცოცხლეა სისტემატურად მოიხმარენ.
მაშ რა აზრი აქვს ისეთ დასკვნებს, რომელსაც ცხოვრებაში არავინ გამოიყენებს, რას გვაძლევს ეს კვლევა?

ნუტრიციოლოგ მარი მალაზონიას განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ მოგვიწოდებს, რომ კატეგორიული უარი ვთქვათ გადამუშავებულ ხორცზე, არამედ მოვიხმაროთ ზომიერად და შეზღუდული რაოდენობით. "ოქსფორდის უნივერსიტეტის ნუტრიციოლოგთა ჯგუფისა და კიბოს კვლევის სააგენტოს დასკვნით, ადამიანები, რომლებიც სისტემატურად დღეში 50 გრამზე მეტ გადამუშავებულ ხორცს მოიხმარენ, ნაწლავის კიბოს რისკი 18%-ით ეზრდებათ. თუ შევადარებთ ადამიანებს,
რომლებიც კვირაში ერთხელ მიირთმევენ ამ პროდუქტებს, იმ ადამიანთა ჯგუფთან, ვინც ყოველდღე მოიხმარს 100 გრამზე მეტს, დაავადების რისკი 42%-ით მატულობს", - განაცხადა მალაზონიამ ტელეკომპანია "იმედის" შუადღის ეთერში.
როგორც აღმოჩნდა, შეწვა, დამარილება, დაშაშხვა, დაკონსერვება, გადამუშავება ქიმიური დანამატებით, ისეთ ქიმიურ ძვრებს იწვევს ხორცში, რაც აზიანებს ნაწლავის კედლებს. კიბოს რისკიც აქედან ჩნდება. რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ ამ ყველაფრიდან?
1. ძეხვეულის მავნებლობა "მოგონილი" ამბავი არ არის.
2. მოხარშულ ხორცს არავინ "ერჩის" - უშიშრად მიირთვით და ბავშვსაც თამამად აჭამეთ.
3. ხორცი გრილზე შემწვარი მიირთვით. შაფურზე შემწვარი მამაპაპური მწვადიც ამ მხრივ უსაფრთხოა.
4. შეზღუდეთ ძეხვეული, მით უმეტეს ბავშვებში. ბევრ მშობელს ჰგონია, რომ რაკი ძვირი გადაიხადა ძეხვსა და სოსისში, შვილს ხარისხიანი პროდუქტი აჭამა. სოსისი და ცხიმში შემწვარი კატლეტი ხორციანი ბლინებით ჩაანაცვლეთ, რომელიც მოხარშული ხორცის ფარშისგან იქნება დამზადებული.

24023
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
ruso
0
Ra vushvelo vici ro mavnea miechiet pataraobidan ujmelia armivekutvnebi zarmac dedebs yvelafers vaketeb ro saxlshi dzadebuli produqti jamos aranairad ar jams eqimma mitxra tvinidan modis yvelaferi Armacia mas rac unda imas xo jamso ra gavaketo yvela tveshi analizebs vamowmeb hemoglobini dabali aqvs kalcic arc xili uyvars
19:02 / 02-08-2016
ელზა
0
მოიძიეთ ვიდეო როგორ ამზადებენ ძეხვს,ქათმის ფეხებს ფრჩხილებით და ყველა დანარჩენ საზიზღრობებს როგორ ატარებენ საკეპში, სამუდამოდ შეიძულებთ ძეხვის სახელს.
22:50 / 28-06-2016
მსგავსი სიახლეები