მდიდარია კაროტინოიდებით, მათ შორის - ბეტა-კაროტინით, რომლებიც ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება, ასევე - B ჯგუფის ვიტამინებით, განსაკუთრებით - ფოლიუმის მჟავათი (ვიტამინ B9-ით), თიამინით (ვიტამინ B2-ით) და ნიაცინით (PP ვიტამინით). თუ ამას დავუმატებთ C ვიტამინს, ნათელი გახდება,
ერთი საბავშვო ულუფა მოხარშული ბროკოლი შეიცავს 70 მკგ K ვიტამინს, რაც ბავშვის სადღეღამისო მოთხოვნაზე მეტია. ბროკოლი შეიცავს კვერციტინსა და იზოთიოციანატებს, რომლებიც, როგორც ცნობილია, ხელს უშლის კიბოს ზოგიერთი სახეობის განვითარებას. ბროკოლიში კალციუმის მდიდარი მარაგია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარებისთვის, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით ვერ სვამენ რძეს. ეს ბოსტნეული შეიცავს ისეთ ძვირფას ნივთიერებებსაც, როგორებიცაა კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, ფოსფორი და იოდი. არის მასში სხვა მნიშვნელოვანი მიკროელემენტებიც - მანგანუმი, სპილენძი, გოგირდი, კობალტი, ბორი, თუთია, ქრომი. რაციონში ბროკოლის ჩართვა ბავშვის ორგანიზმს ქრონიკულ ბრონქიტთან გამკლავებაშიც ეხმარება. მის შემადგენლობაში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების კომპლექსი ზრდის იმ გენის