რა უნდა იცოდეთ ბროწეულზე და რა ასაკიდან შეიძლება ბავშვისთვის?
რა უნდა იცოდეთ ბროწეულზე და რა ასაკიდან შეიძლება ბავშვისთვის?
ბროწეული ძალიან სასარგებლოა ხილია. ვიტამინებით მდიდარი ნაყოფი გამოირჩევა ანტიოქსიდანტური თვისებებით, უჯრედულ დონეზე იცავს ორგანიზმს მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ბროწეულის ნაყოფში არის C და PP ვიტამინები, ბევრი სასარგებლო მინერალური ნივთიერება და მაკროელემენტი. კალიუმის შემცველობით ბროწეულის წვენი ლიდერია. გარდა ამისა, მასში არის რკინა და კობალტი, რომელიც აუცილებელია სისხლწარმოქმნის პროცესისთვის.
კონკრეტულად რა დაავადებებისა და პრობლემებისთვის იყენებენ?
  • ამაღლებს იმუნიტეტს. მისი ყველაზე ცნობილი თვისება ანემიასთან ბრძოლაა. სისხლის ნაკლებობის დროს მიირთვით ნახევარი ჭიქა ბროწეულის წვენი 3-ჯერ დღეში 30 წუთით ადრე ჭამამდე, 2 თვის განმავლობაში.
  • ბროწეულის
    მარცვალი დაბლა სწევს არტერიულ წნევას.
  • ამაღლებს ჰორმონების აქტიურობას. ბროწეულის კურკა შეიცავს ზეთს, რომელიც აღადგენს ჰორმონალურ ბალანსს ორგანიზმში. ამიტომ, იგი კურკებიანად მიირთვით, თუ გაწუხებთ მენსტრუალური ტკივილები, თავის ტკივილი ან კლიმაქსი.
  • დეზინფექციას უკეთებს პირის და ყელის ღრუს. ანგინის და ფარინგიტის დროს ბროწეულის ქერქის ნახარშს იყენებენ ყელის, ხოლო სტომატიტის დროს პირის ღრუს სავლების სახით. ხსნის ტკივილს და ანადგურებს ბაქტერიებს.
  • ინსულინის კარგი შემცვლელია. მისი მარცვლები სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულთათვის. მიირთვით 60 წვეთი ბროწეულის წვენი დღეში 4-ჯერ ჭამის წინ. მესამე დღეს საგრძნობლად შემცირდება შაქრის შემცველობა სისხლში.
  • კურნავს კანს. თუ პრობლემური, ცხიმიანი კანი გაქვთ ან ჩირქოვანი გამონაყარი, გაიკეთეთ ნიღაბი: აიღეთ ბროწეულის ქერქი, დაფხვენით, მოხალეთ და აურიეთ ზეითუნის ზეთში. შეინახეთ მაცივარში. წაისვით კვირაში 2-ჯერ.
  • სხვადასხვა ანთებითი დაავადებისას (თირკმელის,
    ღვიძლის, ყურის და თვალის, სახსრების, გინეკოლოგიური ორგანოების) ხსნის ანთებით პროცესს.
  • ერთნაირად სასარგებლოა ყაბზობისა და დიარეის დროს.
  • კარგად წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან და ასუფთავებს ბევრი მავნე ნივთიერებისგან.
როგორ უნდა შეარჩიოთ კარგი ნაყოფი?
ბროწეულის კანი უნდა იყოს სუფთა, პრიალა, გლუვი, თანაბრად შეფერილი, მუქი წითელი, ხელის დაჭერისას უნდა იდრიკებოდეს. ნუ შეიძენთ კანდახეთქილ ნაყოფს. სახლში მიტანისას გადაავლეთ წყალი და დაჭერით სუფთა დანით, რომ ბაქტერიები შიგნით არ შეიტანოთ. ბროწეულის ნაყოფი ზამთარშიც შეიძლება შევიძინოთ. თუ შენახვის წესებს დავიცავთ, მას არათუ არ მოაკლდება - მოემატება კიდეც სასარგებლო თვისებები, მწკლარტე გემოს დაკარგავს, ხოლო ვიტამინებსა და ყველა სასარგებლო ნივთიერებას შეინარჩუნებს.

როგორ მივცეთ ბავშვს?
დაახლოებით 6 თვიდან შეგიძლიათ გაასინჯოთ ბროწეულის წვენი, თუმცა მანამდე უკვე გასინჯული უნდა ჰქონდეს ვაშლის და სხვა ხილის წვენებო. ახალგამოწურული წვენი უნდა განაზაოთ წყლით, თანაფარდობით 1:1. ეს იმიტომ, რომ კონცენტრირებული, განუზავებელი წვენი თრგუნავს კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციას, ხოლო განზავებული, პირიქით, ასტიმულირებს.
23891
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
Marine
0
Broceuli, vashlis, stafilo da citeli charxlis cveni adzlierebs imunitetur sistemas da cmindas sisxls Sasurvelia yovel dilit uzmoze miirtvat 1 chika broceulis gacuruli chveni da agretve dgegamoshvebit zemot nachvenebi sxvadasxva xilis cvenebi
03:39 / 04-10-2020
სოფია
0
4 თვისაა და ბროწეულისარწვლიდ ნახევარი ჩავაწვეთე დღეს, ველოდე რამე საფრთხეს? :(
02:46 / 19-11-2019
მსგავსი სიახლეები